Jump to content

გრძელვადიან მფლობელებში Bitcoin-ის მოცულობამ მაქსიმუმი განაახლა


Recommended Posts

 

image.jpeg

Glassnode-ის მონაცემებით Bitcoin-ის გრძელვადიანი მფლობელები აკონტროლებენ რეკორდულ 14.599 მილიონ BTC-ს, რაც კრიპტოვალუტის მთლიანი შეთავაზების 75%-ია. 

image.jpeg 

წყარო: X 

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ამ საფულეების ერთობლივი ბალანსი გაიზარდა 43.949 BTC-ით (დაახლოებით 1.274 მლრდ აშშ დოლარი წერის მომენტისთვის არსებული კურსით). 

Glassnode გრძელვადიან მფლობლებად განსაზღვრავს მისამართებს, საიდანაც აქტივების გატანა არ  მომხდარა 155 დღეზე მეტი ხნის (დაახლოებით 5 თვე) განმავლობაში. ანალიტიკური სერვისის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სტატისტიკურად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მონეტები დაიხარჯება და ისინი, სავარაუდოდ HODL სტატუსში იმყოფება. 

Glassnode-ის წამყვანმა ანალიტიკოსმა, ფსევდონიმით Checkmate, ასევე აღნიშნა Bitcoin-ის რეალიზებული არასტაბილურობის ისტორიულ მინიმუმამდე ვარდნა.  სხვადასხვა ვადებში, ინდიკატორი „ყველაზე მშვიდია“ 2020 წლის მარტის შემდეგ, განაცხადა მან. 

image.jpeg 

წყარო: X 

„ისტორიულად ასეთი დაბალი ცვალებადობა ემთხვევა დათვური ბაზრის შემდეგ არსებულ „გამოფხიზლების“ პერიოდებს (ხელახალი დაგროვების ფაზა) - აღნიშნა ექსპერტმა. 

მისი თქმით 2018 წლის ნოემბერში ინდიკატორის მინიმალური მნიშვნელობების შემდეგ Bitcoin-ის ფასი დაახლოებით 50%-ით შემცირდა. დანარჩენი შემთხვევები იყო ხარული ბაზრის იმპულსის საწინდარი. შესაბამისად, ფასების მოძრაობა შეიძლება ნებისმიერი მიმართულებით მოხდეს, მაგრამ ისტორიულად მატება უფრო ხშირად ხდება, განაცხადა მან. 

image.jpeg 

წყარო: X 

შეგახსენებთ, რომ ტრეიდერმა და ანალიტიკოსმა მაიკლ ვან დე პოპმა უარყო ინვესტორების ვარაუდები ახალი აღმასვლის წინ პირველი კრიპტოვალუტის ფასის 12000 აშშ დოლარამდე დაცემის შესახებ.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.