Jump to content

Neuralink-მა კიდევ 280 მლნ აშშ დოლარის მოზიდვა შეძლო


Recommended Posts

მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის მარეგულირებლებისგან ნებართვის მოპოვების განმეორებითი მცდელობის შემდეგ - ჩაეტარებინა ტვინში იმპლანტაციის ექსპერიმენტი ადამიანებში, ილონ მასკის სტარტაპ Neuralink-მა მიაღწია მიზანს და ივნისის შუა რიცხვებში გამოაცხადა, რომ ამ ტიპის პირველი ოპერაციის ჩატარებას მიმდინარე წელს აპირებ. ამის შემდეგ კომპანიამ მოახერხა 280 მლნ აშშ დოლარის კაპიტალის მოზიდვა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Silicon ANGLE 

როგორც Reuters-მა განმარტა, სიახლის შესახებ ამ კვირაში გახდა ცნობილი. ამჯერად სტარტაპის ინვესტორი იყო Founders Fund, რომელმაც დაახლოებით 280 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო Neuralink-ის კაპიტალში. საერთო ჯამში Neuralink-მა დაარსებიდან მოახერხა 640 მლნ აშშ დოლარის მოზიდვა და წყაროებმა ახლახანს სტარტაპის მთლიანი კაპიტალიზაცია 5 მლრდ აშშ დოლარად შეაფასეს. Neuralink-ის წარმომადგენლების მიერ მასკის კუთვნილ პლატფორმა X-ის გვერდებზე ნათქვამია, რომ აღფრთოვანებულნი არიან კომპანიის ცხოვრების ახალი ეტაპით. 

მ დრომდე მასკის სტარტაპი ცხოველების ტვინში იმპლანტის ჩანერგვის ექსპერიმენტებს ატარებდა და საზოგადოეას წარუდგინა მაიმუნი, რომელსაც კომპიუტერის ეკრანზე კურსორის მართვა „გონების ძალით“ შეუძლია. კომპანია გაეხვა სკანდალების სერიაში, მას ადანაშაულებდენ საცდელი ცხოველების მიმართ არაჰუმანურ მოპყრობასა და ბიოლოგიური მასალის უყურადღებო ტრანსპორტირებაში. გასულ თვეში მასკმა განაცხადა, რომ Tesla-ს და Neuralink-ს შეუძლია გააერთიანონ ძალები ბიონიკური პროთეზების წარმოებისთვის, რომლებიც ტვინის იმპლანტებით გაკონტროლდება. ეს საშუალებას მისცემს კიდურები პირობითად დაიბრუნონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც გარემოებების გამო დაკარგეს ისინი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.