Jump to content

Intel Meteor Lake სერიის პროცესორებს Innovation 2023-ზე წარადგენს


Recommended Posts

მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება ღონისძიება Intel Innovation 2023, რომელიც მართალია დეველოპერებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ, როგორც წესი, ასევე მოიცავს კომპანიის ახალი პროდუქტების პრეზენტაციას. რომელი პროდუქტები დაანონსდება - შეგვიძლია შევიტყოთ სესიების ჩამონათვალიდან, რომლებიც Innovation-ის ფარგლებში შედის. ღონისძიების დაწყება დაგეგმილია 19 სექტემბერს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: videocardz.com 

განსაკუთრებულ ინტერესს წვევს სესია სახელწოდებით „სამომხმარებლო აღჭურვილობისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების გეგმა“, რომლის ფარგლებში, როგორც მოსალოდნელია, წარმოდგენილი იქნება Core Ultra (Meteor Lake თაობა) პროცესორები. ადრე გამოცხადდა, რომ Intel ამ პროცესორებს წლის ბოლომდე წარადგენდა, ასე რომ Innovation ამ ანონსისთვის იდეალურ პლატფორმას წარმოადგენს. 

როგორც წესი, Intel ამ ღონისძიებას იყენებს ახალი სამომხმარებლო პროდუქტების, დესკტოპ და მობილური პროცესორების და Arc გრაფიკული ამაჩქარებლების დემონსტრირებისთვის. წელს შესაძლოა ყურადღება გამახვილდეს მე-14 თაობის Core პროცესორებზე, ასევე მომავალ Core Ultra პროცესორებზე, რომლებიც ამ ეტაპზე მობილური ვერსიებით შემოიფარგლება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

Innovation-ის სესიების სია ადასტურებს, რომ ერთ-ერთი მოხსენება მთლიანად მიეძღვნება Meteor Lake არქიტექტურის განხილვას. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება ახალი სამოქმედო რუკა, განსაკუთრებული აქცენტით ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე. პირველად, Meteor Lake პროცესორებში მოცემული იქნება ხელოვნური ინტელექტის აჩქარების ბირთვი და თანაპროცესორი Vision Processing Unit (VPU). 

მიუხედავად იმისა, რომ Intel-მა უკვე გამოავლინა Meteor Lake არქიტექტურის ზოგიერთი მახასიათებელი, ბევრი დეტალი საიდუმლოდ რჩება. ვიცით მხოლოდ ის, რომ Intel-ის ჰიბრიდულ და მრავალბირთვიან არქიტექტურას ექნება Core Ultra პროდუქტების დასახელების ახალ სქემა. ამავდროულად Core პროცესორების მობილური სერია Ultra პრეფიქსის გარეშე განახლდება Raptor Lake პროცესორებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.