Jump to content

უმსხვილესმა საჯარო მაინინგ კომპანიამ ივლისში 1000-ზე მეტი Bitcoin მოიპოვა


Recommended Posts

მსოფლიოს უდიდესმა მაინინგ კომპანია Marathon Digital Holdings-მა გამოაქვეყნა ანგარიში 2023 წლის ივლისის ოპერაციების შედეგების შესახებ. კომპანიამ მოახერხა ათასზე მეტი Bitcoin-ის მოპოვება და გამოთვლითი სიმძლავრის მხრივ მსოფლიოში უდიდესი მაინიგ კომპანიის სტატუსის შენარჩუნება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MichaelWuensch / pixabay.com 

თვის ბოლოსთვის Marathon-ის Bitcoin-ების მთლიანმა რეზერვებმა მიაღწია 12.964 Bitcoin-ს (379.4 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მთლიანი ჰეშრეითი, ანუ კომპანიის ყველა აღჭურვილობის საერთო წარმადობა იყო 18,8 EHash/s. ამრიგად, მფლობელობაში არსებული Bitcoin-ების რაოდენობის მიხედვით კომპანია მეორე ადგილზეა Microstrategy-ის შემდეგ, გამოთვალეს BitcoinTreasuries-ში. 

ივლისში მაინერმა დაამუშავა ტრანზაქციის 179 დადასტურებული ბლოკი და ამისთვის მიიღო ჯილდო 1176 Bitcoin (34.4 მლონ აშშ დოლარი), ხოლო წლის დასაწყისიდან ამ დრომდე ანალოგიური მაჩვენებელი 6297 Bitcoin-ია (184.3 მლნ დოლარი). 

Marathon Digital არის ამერიკული საჯარო მაინინგ კომპანია. მას აქვს ათიათასობით მოწყობილობა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის, რომლებიც განლაგებულია საწარმოებში ჩრდილოეთ დაკოტას, ოჰაიოსა და ტეხასის შტატებში. მაისში კომპანიამ გამოაცხადა, რომ გეგმავს 250 მეგავატი სიმძლავრის მაინინგ ცენტრების აშენებას არაბთა გაერთიანებულ ემირატებში Zero Two-სთან ერთად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.