Jump to content

PCI Express-ის ოპტიკური ვერსიის შემუშავება დაიწყო, თუმცა რეალური პროდუქტები მალე არ გამოჩნდება


Recommended Posts

ორგანიზაცია PCI-SIG-მა გამოაცხადა სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც შეიმუშავებს ოპტიკური ინტერფეისს, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ამჟამად გამოყენებაში არსებული ელექტრონული სალტე. იგი ხელს შეუწყობს ენერგიის დაზოგვას, სითბოს გამომუშავების შემცირებას და ზოგადად კომპიუტერების მუშაობის გაუმჯობესებას, მაგრამ პირველ რიგში ტექნოლოგია გამოჩნდება სერვერებში, მონაცემთა ცენტრებსა და სხვა მძლავრ სისტემებში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Visor69 / pixabay.com 

PCI Express პერსონალური კომპიუტერის უმნიშვნელოვანესი არხია, რომელიც უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს ერთმანეთთან აკავშირებს: ცენტრალურ პროცესორს დისკრეტულ გრაფიკულ პროცესორსა და მყარ დისკთან, აგრეთვე სხვა ინტერფეისებთან. ამ ტექნოლოგიის განვითარება ხელს შეუწყობს კომპიუტერის წარმადობის გაზრდას, ელექტრონიკიდან ოპტიკაზე გადასვლა რევოლუციას ნიშნავს. 

PCIe-ს ოპტიკური ვერსიის მალე გამოჩენა მოსალოდნელი არ არის - იქნება ეს მახასიათებლები თუ რეალური პროტოტიპი. 2025 წლისთვის მოსალოდნელია PCI Express 7.0 სტანდარტის გამოსვლა კოლოსალური 128 GT/s (giga-transfers/second) სიჩქარით. ბაზარზე ამჟამად ყველაზე აქტუალური რჩება PCI Express 4.0 სტანდარტის კომპონენტები, რომელიც დამტკიცდა 2017 წელს. PCIe 5.0-ის მქონე კომპონენტების გამოშვება ახლა იწყება. 

მონაცემთა გადაცემისთვის ოპტიკის გამოყენების შესწავლა ათწლეულზე მეტია მიმდინარეობს: ოდესღაც Intel-მა წარმოადგინა Light Peak ტექნოლოგია USB-ის შემცვლელად, მაგრამ შემდგომ პროექტს დაერქვა Thunderbolt და განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები. მიუხედავად ამისა, ოპტიკურ გადაწყვეტილებებს არ დაუკარგავს აქტუალობა. გამოთვლითი კომპონენტების დამაკავშირებელი შეიძლება მოიხმარდეს ჩიპების 80%-მდე სიმძლავრეს - ოპტიკას შეუძლია შეამციროს ეს მაჩვენებელი და გაზარდოს მონაცემთა გადაცემის სიჩქარე. 

„ეს ახალი ოპტიკური ტექნოლოგიების სამუშაო ჯგუფი იმუშავებს იმისათვის, რომ PCIe არქიტექტურა უფრო შესაფერისი გახდეს ოპტიკური მოწყობილობებისთვის“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.