Jump to content

AMD გამოუშვებს პროფესიონალურ Radeon PRO W7600 და Radeon PRO W7500 ვიდეო ბარათებს


Recommended Posts

AMD ემზადება Radeon PRO სერიის კიდევ ორი პროფესიონალური ვიდეო ბარათის გამოსაშვებად. Radeon PRO W7600 და Radeon PRO W7500 მოდელების ფოტოები გააზიარა პორტალ VideoCardz-მა. მანამდე კომპანიამ გამოუშვა უფროსი მოდელები Radeon PRO W7900 და Radeon PRO W7800. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

ხალი ბარათები დეტალური ტექნიკური მახასიათებლები ჯერ უცნობია. ცნობილია, რომ ორივე ბარათის საფუძვლად გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი Navi 33. უფროსი მოდელის GPU-ის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით შემსრულებელი ბლოკებია, ორივე ბარათს აქვს 8 გბ GDDR6 მეხსიერება. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ბარათებს აქვს ერთსლოტიანი გაგრილების სისტემა. Radeon PRO W7600 მოდელში გამოყენებულია ოდნავ დიდი გაგრილების სისტემა. ბარათების ვიდეოკონექტორების ნაკრებში შედის ოთხი DisplayPort 2.1. 

პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლების ენერგომოხმარების შესახებ ცნობები ხელმისაწვდომი ჯერ არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ორივე მათგანს ექნება თითო 6-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის, შესაბამისად, ეს ბარათები ამჟამინდელი თაობის Radeon სერიის პირველი ვიდეო ბარათებია, რომლებშიც ასეთი კონექტორი გამოიყენება. ყველა სხვა მოდელს კვების 8-პინიანი კონექტორი აქვს. მიიჩნევა, რომ ვიდეო ბარათების TDP-ის დონე 150 ვატს არ აღემატება, ბარათები ნახევარ სიმძლავრეს მიიღებენ PCIe კონექტორიდან, ნახევარს - სადენიდან. 

image.jpeg 

VideoCardz-ის თანახმად Radeon PRO W7600 და Radeon PRO W7500 ოფიციალურად ამ თვეში იქნება წარმოდგენილი. შესაძლოა მათი ანონსი კონფერენცია SIGGRAPH 2023-ზე შედგეს, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება. 

Link to comment
Share on other sites

  • 4 weeks later...

არის რეალური სხვაობა ამ კარტებსა და სტანდარტულ გეიმინგ კარტებს შორის მაგალითად არქიკადში, ლუმიონში, 3d მაქსში და მსგავს პროგრამებში? ძირითადად გეიმინგ კარტების ანალოგიურ გრაფიკულ ჩიპებზეა ხოლმე აწყობილი და რა უზრუნველყოფს განსხვავებას?

Link to comment
Share on other sites

არის, მაგრამ მე როგორც გამიგია ბევრ რაღაცაში ძალიან დიდი ჩამორჩენა ქონია ამდ ნვიდიას მსგავსი ტიპის პროფ ძვირიან კარტებთან, ალბათ მაგიტომ ადევს ნვიდიას ახალ კვადროებს მანქანის ფასი და ამ ახალ ამდ გაცილებით ნაკლები ფასი, მაგრამ სტანდარტულებს მაინც ჯობია ეგეთი, ბევრ ეგეთ პროგრამებში ძალიან დიდი ჩამორჩენა აქვს ნვიდიას კვადროებთან უბრალოთ, არ ვიცი რის ხარჯზე ახერხებს ნვიდია ეგეთი ატრივის გაკეთებას, შეიძლება კუდა უფრო კარგათაა მორგებული მაგ პგორამებზე და მაგიტომ უჭირს ამდ სხვაობის შემცირება

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.