Jump to content

Bitcoin-ფონდებიდან თანხების გადინება გაიზარდა


Recommended Posts

 

image.jpeg

კრიპტოვალუტების საინვესტიციო პროდუქტებიდან თანხების გადინებამ 22 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით შეადგინა 20.9 მლნ აშშ დოლარი, ერთი კვირით ადრე ეს მაჩვენებელი 6.5 მლნ აშშ დოლარი იყო. ასეთი შეფასება გააკეთეს CoinShares-ის ანალიტიკოსებმა. 

სავაჭრო აქტივობა 1.2 მლრდ აშშ დოლარიდან 915 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. 

image.png 

წყარო: CoinShares. 

მთლიანი გადინების 93% Bitcoin-ის პროდუქტებზე მოდიოდა (19.4 მლნ აშშ დოლარი). 

სტრუქტურებიდან, რომლებიც მომხმარებლებს პირველ კრიპტოვალუტაში მოკლევადიანი პოზიციების გახსნის საშუალებას აძლევს, მომხმარებლებმა გაიტანეს 3.1 მლნ აშშ დოლარი წინა საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი 5.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. უარყოფითი დინამიკა ზედიზედ თოთხმეტი კვირა გაგრძელდა. 

„ინვესტორები ბოლო კვირებში მოგების მიღებას აფიქსირებენ. ამავდროულად განწყობა მთლიანად აქტივთან დაკავშირებით რჩება ხელსაყრელი“, - განმარტეს ექსპერტებმა. 

Ethereum-ის ფონდებში დაფიქსირდა 1.9 მლნ აშშ დოლარის გადინება. წინა საანგარიშო პერიოდში იგი 6.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. 

დანარჩდდანარჩენმა Altcoin-ებმა ჯამში 3 მილიონი მოიზიდეს, ბოლო რვა კვირის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 19 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. 

გასულ კვირას Cardano-, Solana-სა და XRP-ზე დამყარებულმა ფონდებმა მოიზიდეს 0.6, 0.6 და 0.5 მლნ აშშ დოლარი, შესაბამისად. ინვესტორებმა Avalanche-ის პროდუქტებიდან გაიტანეს 0.4 მლნ აშშ დოლარი. 

image.png 

წყარო: CoinShares. 

Altcoin-ების მიმართ ინტერესის კატალიზატორი იყო Ripple-ის ნაწილობრივი გამარჯვება სასამართლოში SEC-ის წინააღმდეგ. იმ დღეს XRP-ს ფასი ერთ საათში 24%-ით გაიზარდა. 

კომისიის თავმჯდომარე გრი გენსლერმა განაცხადა, რომ სააგენტო "იმედგაცრუებულია" საცალო ინვესტორებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, მაგრამ "კმაყოფილია" ინსტიტუციური გაყიდვების შესახებ გამოტანილი განაჩენით. 

მარეგულირებელი ორგანოს ყოფილმა ადვოკატმა ჯონ რიდ სტარკმა Ripple-ის წინააღმდეგ საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ ვერდიქტს "არამყარი" უწოდა. მან არ გამორიცხა, რომ სააენტო გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას და ზემდგომი ორგანო გააუქმებს წინა გადაწყვეტილებებს. მოგვიანებით SEC -მა მინიშნება გააკეთა აპელაციასთან დაკავშირებით.  

 

Link to comment
Share on other sites

სხვათაშორის 24800$ დაცემის და მერე 31800$ ბიტკოინის გაზრდის შემდეგ ბოლო პერიოდში ისევ ალაპარაკდენ 25000-26000$ დაცემაზე მინიმუმ, ვითომ შემდეგი 1 თვის მანძილზე მაგდენზე ისევ დაეცემაო ბიტკოინი, ბოლო პერიოდში ისევ შესუსტდა კრიპტოც და ბიტკოინიც და ამ მიდვიკზე 28700$-მდე დაეცა უკვე, ჯამური კაპიტალიზაცია დაეცა 1200$ მილიარდამდე უკვე, 100-150$ მილიარდი შეიძლება კიდე გაიტანონ მინიმუმ სანამ ისევ დაიწყება უფრო სერიოზული გაზრდები, იდეაში უფრო სექტემბრის შვა რიხცებისთვის უნდა დაეცეს მინიმუმზე ბიტკოინი და მერე ისევ დაგაზავს მგონია

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.