Jump to content

Lenovo გეიმინგ კონსოლების ბაზარზე გადის


Recommended Posts

არსებული ინფორმაციით Lenovo ამზადებს გეიმინგ კონსოლ Legion Go-ს, რომელიც დამყარებულია AMD Ryzen 7040 Phoenix APU-ზე. 

სამომავლო მოწყობილობის შესახებ დეტალები ჯერ არ გაზიარებულა, მაგრამ ცნობილია, რომ კონსოლი იმუშავებს Windows 11-ზე. Lenovo აპირებს პროდუქციის რთული კატეგორიის ბაზარზე შესვლას და კონკურენციის გაწევას Asus ROG Ally-სა და Valve Steam Deck-ისთვის. ბევრმა კომპანიამ სტანდარტულ ოპერაციულ სისტემად Windows 11 უკვე აირჩია ძირითადად Microsoft-ის პორტატული მოწყობილობების ფართო მხარდაჭერის გამო. კომპანიამ განაცხადა, რომ გააუმჯობესებს ოპერაციულ სისტემას, რათა უზრუნველყოს პორტატული მოწყობილობების უწყვეტი და შეუფერხებელი მუშაობა. 

image.jpeg 

მოსალოდნელია, რომ კონსოლ Legion Go-ს ექნება 8-დუიმიანი ეკრანი, რაც ოდნავ მეტია სხვა მსგავს მოწყობილობებთან შედარებით. დიდ დისპლეის აქვს უპირატესობები, როგორებიაა ხედვის ფართო კუთხე (FOV) და მოსახერხებელი სამომხმარებლო ინტერფეისი, თუმცა ამასთან, როგორც წესი, მოიხმარს ბატარეის მეტ ენერგიას, რაც ნამდვილად არ არის ის, რაც მომხმარებლებს სურთ. 

დეტალური მახასიათებლები ჯერ არ გავრცელებულა ინტერნეტში, მაგრამ როგორც Windows Standard აღნიშნავს, AMD-ის Phoenix APU გახდა ინდუსტრიის სტანდარტი, ხოლო ყველა დანარჩენი მწარმოებელი იყენებს Zen4 არქიტექტურას. ეს ალბათ ნიშნავს იმას, რომ ყველა პორტატული კონსოლი ერთნაირად მუშაობს, მაგრამ არსებობს განსხვავებები, თუ როგორ იყენებენ ისინი APU-ს ენერგიას. ამის კარგი მაგალითია Asus ROG Ally-ს firmware-ის ბოლო განახლება, რომელმაც წარმადობა 20%-ით გააუმჯობესა. 

დრე Lenovo-მ ერთხელ უკვე დააანონსა 2021 წლისთვის Android-ზე მომუშავე პორტატული გეიმინგ კონსოლის გამოშვება სახელწოდებით Lenovo Legion Play. ეს მოწყობილობა ბაზარზე არ გამოსულა, მაგრამ კონსოლის ფოტოებიდან ჩანს, რომ აქვს 7-დუიმიანი FHD 16:9 დისპლეი, HDR 10, ინტეგრირებული კონტროლერი, ორი დინამიკი, ორმაგი ვიბრაცია და 7000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. 

image.jpeg 

მთავარი კითხვაა, როგორ გაუწევს Lenovo კონკურენციას ინდუსტრიის უკვე დამკვიდრებულ და ყველაზე მეტად ცნობილ მწარმოებლებს. ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიუდგება Lenovo ამ მოწყობილობის წარმოებას. Lenovo, სავარაუდოდ, ეკონომიური მოწყობილობის შექმნის გზას გაუყვება, თუმცა ეს მიდგომა კომპრომისებს მოითხოვს წარმადობის თვალსაზრისით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.