Jump to content

Google ქმნის Web Integrity API-ს - ვების ახალ სტანდარტს კონტროლისა და უსაფრთხოებისთვის


Magdalena

Recommended Posts

Google წარადგენს ვების ახალ სტანდარტს, სახელწოდებით Web Integrity API, რომელიც მთელი ინტერნეტის ციფრული მცველი გახდება. ეს პროექტი პროტოტიპის სტადიაზეა და მისი დანიშნულებაა ვებ-სივრცეზე კონტროლისა და უსაფრთხოების გაძლიერება, თუმცა შეშფოთებას იწვევს მომხმარებლის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ooceey / Pixabay 

პროექტი შემუშავებულია Chrome-ის გუნდის მიერ და შთაგონებულია არსებული სისტემებით, როგორებიცაა Apple-ის App Attest და Android-ის Play Integrity API. Web Integrity API მიზნად ისახავს მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის შემოწმებას, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი არ არიან ბოტებან მათი ბრაუზერი არ არის გატეხილი. მიღებულ ინფორმაციას შეუძლია უზრუნველყოს მომხმარებლების მეტი უსაფრთხოება ინტერნეტში და ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს რეკლამის განმთავსებლებისთვის, ეფექტური იყოს სოციალურ ქსელებში ბოტებთან ბრძოლაში, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასა და ფინანსური ტრანზაქციების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. 

Google-ის ჩანაფიქრის მიხედვით ვებ-გვერდის ტრანზაქციის დროს ვებ სერვერმა შეიძლება მოითხოვოს მომხმარებლის მიერ ვებ გარემოს გადამოწმების ტესტის გავლა, სანამ რაიმე მონაცემი მიეწოდება მას. ამ დროს მომხმარებლის ბრაუზერი დაუკავშირდება მესამე მხარის სერვერს, რომელიც ახორციელებს ასეთ შემოწმებას და მომხმარებელს სთხოვს რაიმე სახის ტესტის გავლას. თუ მომხმარებელი გაივლის ამ ტესტს, იგი მიიღებს ხელმოწერილ IntegrityToken-ს, რომელიც ადასტურებს, რომ მისი ვებ გარემო არ არის შეცვლილი და მიუთითებს იმ კონტენტზე, რომლის განბლოკვაც მომხმარებელს სურდა. ამის შემდეგ მომხმარებელი ამ ტოკენს უბრუნებს ვებ სერვერს და თუ სერვერი ენდობა კომპანიას, რომელმაც დადასტურება შეასრულა, კონტენტი განიბლოკება და საბოლოოდ მომხმარებელი იღებს პასუხს მის მიერ მოთხოვნილი ვებ გვერდით. 

ამ წინადადებაზე ინტერნეტ საზოგადოების რეაქცია არაერთგვაროვანი იყო. ზოგიერთმა მომხმარებელმა გამოხატა აღშფოთება და ამ იდეას სრულიად არაეთიკური უწოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ Google ყველაზე პოპულარულ ვებ-ბრაუზერს ფლობს მსოფლიოში და საკუთარი პროექტების პოპულარიზაცია კრიტიკის მიუხედავად შეუძლია. 

Google-ის წინადადება - შექმნას Web Integrity API, უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებს ვებ უსაფრთხოებისთვის. თუმცა, ის ასევე აჩენს შეშფოთებას მომხმარებელთა თავისუფლების პოტენციური შეზღუდვისა და მომავალში ტექნოლოგიის ბოროტად გამოყენების პოტენციალის შესახებ. კითხვა - გახდება თუ არა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის წინადადება ინტერნეტის მომავლის ნაწილი - ღიად რჩება, მაგრამ ის უკვე ცხარე დებატებს იწვევს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.