Jump to content

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი კრიპტო ბაზრის რეგულირებისთვის


Recommended Posts

image.jpeg 

26 ივლისს აშშ-ს კონგრესის ფინანსური მომსახურების კომიტეტმა დაამტკიცა 21-ე საუკუნის ფინანსური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების აქტი, რომელიც ითვალისწინებს ციფრული აქტივების ინდუსტრიის ნორმატიულ-სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას. 

დამტკიცებამდე ერთი კვირით ადრე შემოთავაზებული დოკუმენტი ავალდებულებს SEC-სა და CFTC-ს - შეიმუშაონ შესაბამისი წესები კრიპტო ბაზრისთვის. 

პრეს-რელიზის თანახმად კანონპროექტი იძლევა სიცხადეს, თუ რა ციფრული აქტივები რეგულირდება თითოეული სააგენტოს მიერ, რათა „ინოვატორებს მიეცეთ საშუალება შექმნან და განავითარონ ახალი პროდუქტები თავდაჯერებულად და უზრუნველყონ მომხმარებლის დაცვა“. 

კრიპტო ბაზრის სტრუქტურის შესახებ ჩვენი ყოვლისმომცველი კანონმდებლობა აღიარებს საკვანძო საკითხს, რომ ციფრული აქტივები, რომლებიც არ არის არსებითად ფასიანი ქაღალდები, შეიძლება შეთავაზებული იყოს როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების ნაწილი, მაგრამ ეს მათ ფასიან ქაღალდებად არ აქცევს“, - განაცხადა თავმჯდომარე პატრიკ მაკჰენრიმ. 

წინადადებას მხარი 35-მა ადამიანმა დაუჭირა, წინააღმდეგი 15 იყო. 

გარდა ამისა, კომიტეტმა დაამტკიცა „ბლოკჩეინის რეგულირების კანონის“ პროექტი. ის ითვალისწინებს, რომ ისეთი ეკოსისტემები და მასთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებიც არ აკონტროლებენ მომხმარებლის თანხებს, არ არიან ფინანსური ინსტიტუტები. 

დოკუმენტები განსახილველად გაეგზავნა წარმომადგენელთა პალატის ყველა კომიტეტს. ამის შემდეგ საჭიროა სენატის მხრიდან დამტკიცება. 

შეგახსენებთ, რომ ივნისში აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა მოუწოდა კონგრესს, რაც შეიძლება მალე მიეღო კანონი კრიპტოვალუტების შესახებ. 

მანამდე Moody's-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ციფრული აქტივების რეგულირების ორპარტიული მიდგომის გარეშე შეერთებული შტატები გახდებოდა „ნაკლებად მიმზიდველი როგორც კომპანიების, ასევე ინვესტორებისთვის“. 

Link to comment
Share on other sites

The legal debate on whether cryptocurrencies are subject to SEC rules just got more complicated https://markets.businessinsider.com/news/currencies/crypto-securities-regulation-sec-rules-ripple-xrp-terraform-labs-bitcoin-2023-8 ყველაფერი არეულ-დარეულია ამ ეტაპზე კრიპტოში, მათ შორის რეგულაციის საკითხიც, რა მოხდება კაცმა არ იცის, შეიძლება სერიოზული ცვლილებებიც დაფიქსირდეს ახლო მომავალში, შეიძლება არც არაფერი ისეთი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.