Jump to content

Anthropic, Google, Microsoft და OpenAI ერთად იმუშავებენ ხელოვნური ინტელექტის კონტროლირებადი და უსაფრთხო განვითარებისთვის


Recommended Posts

ხელოვნური ინტელექტის სფეროს ოთხი წამყვანი კომპანია - Anthropic, Google, Microsoft და OpenAI გაერთიანდნენ კვლევითი ჯგუფის შესაქმნელად, სახელწოდებით Frontier Model Forum (FMF). ახალი ასოციაციის მიზანი უზრუნველყოს მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელების უსაფრთხო და პასუხისმგებელი განვითარება საზოგადოების მზარდი შეშფოთებისა და მარეგულირებლების ყურადღების ფონზე მთელ მსოფლიოში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Placidplace / Pixabay 

ბოლო თვეების განმავლობაში ამ ოთხმა ამერიკულმა კომპანიამ მსოფლიოს გააცნო ხელოვნური ინტელექტის მძლავრი ინსტრუმენტები, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან ორიგინალური კონტენტი სურათების, ტექსტისა და ვიდეოების სახით. ამან გამოიწვია მწერლებისა და მხატვრების აღშფოთება მათი საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით და გააძლიერა მარეგულირებლების შიში მოქალაქეების კონფიდენციალურობის საფრთხისა და ხელოვნური ინტელექტით ადამიანების მუშაობის სხვადასხვა სფეროში ჩანაცვლების შესაძლებლობის გამო. 

„კომპანიები, რომლებიც ქმნიან ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს, პასუხისმგებელნი არიან უზრუნველყონ, რომ ეს ტექნოლოგიები იყოს უსაფრთხო, საიმედო და ადამიანის კონტროლის ქვეშ“, - განაცხადა Microsoft-ის ვიცე-თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა ბრედ სმიტმა. 

ორგანიზაციაში წევრობა შემოიფარგლება მხოლოდ იმ კომპანიებით, რომლებიც ქმნიან ფართომასშტაბიანი მანქანური სწავლების მოდელებს, რომელა შესაძლებლობები აღემატება ყველაზე მოწინავე არსებული მოდელებისას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფორუმის მუშაობა ფოკუსირებული იქნება ბევრად უფრო მძლავრი ხელოვნური ინტელექტის მიერ წარმოქმნილ პოტენციურ რისკებზე და არა საავტორო უფლებების, მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის შესახებ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომლებიც დღეს მარეგულირებელებისთვის აქტუალურია. 

Frontier Model Forum ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების კვლევას და დამაკავშირებელი რგოლი იქნება  ინდუსტრიასა და კანონმდებლებს შორის. მსგავსი ჯგუფები ადრეც შეიქმნა. მაგალითად, The Partnership on AI (GPAI) შეიქმნა 2016 წელს Google-ისა და Microsoft-ის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური და ინდუსტრიის წარმომადგენლების მონაწილეობით. მისი მისია იყო ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით გამოყენების ხელშეწყობა. 

Frontier Model Forum-ის შექმნა ხაზს უსვამს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და უსაფრთხოების მნიშვნელობას ხელოვნური ინტელექტის სფეროში. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელებთან დაკავშირებული რისკების მართვაში და მნიშვნელოვანი მომენტია ტექნოლოგიების განვითარების ისტორიაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.