Jump to content

BMW, GM და კიდევ ხუთი მანქანათმშენებელი კომპანია შექმნიან ელექტრომობილების 30 ათასი დამტენისგან შემდგარ ერთიან ქსელს აშშ-სა და კანადაში


Recommended Posts

BMW, GM, Honda, Hyundai, Kia, Mercedes-Benz და Stellantis ქმნიან ერთობლივ საწარმოს, რათა გამოუშვან მუდმივი ძაბვის სწრაფი დამტენების საჯარო ქსელი ელექტრომობილებისთვის აშშ-სა და კანადაში. ჯერჯერობით პარტნიორობის ამბიციური გეგმა ითვალისწინებს 2030 წლისთვის ელექტრომობილების მინიმუმ 30 ათასი სწრაფი დამტენის დამონტაჟებას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: unsplash.com 

ყველა სადგურზე წარმოდგენილი იქნება Tesla-ს ჩრდილოეთ ამერიკის დამუხტვის სტანდარტის (NACS) პორტები, აგრეთვე დღესდღეობით ფართოდ გამოყენებული კომბინირებული დამუხტვის კონექტორები (CCS). კომპანიები ასევე გეგმავენ შემუშავებული "Plug and Charge" სტანდარტის ინტეგრირებას, რომელსაც აშშ-ის ავტომაგისტრალის ფედერალური ადმინისტრაცია უჭერს მხარს. 

ერთობლივი საწარმო ელოდება დაფინანსებას აშშ-ში ელექტრომობილების ნაციონალური ინფრასტრუქტურისგან (NEVI) და ასევე მოიზიდავს სხვა კერძო და სახელმწიფო ინვესტიციებს სახელმწიფო და ფედერალური წყაროებიდან. 

ახალი ერთობლივი საწარმო ელექტროენერგიის მიღებას მხოლოდ განახლებადი წყაროებიდან გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, დამტენი სადგურები უშუალოდ განახლებადი ენერგიის წყაროებით იკვებება, თუ კომპანიები გეგმავენ განახლებადი ენერგიის კრედიტების (REC) შეძენას. 

დამტენი სადგურების ქსელი ჯერ აშშ-ში ამოქმედდება, შემდეგ კი - კანადაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.