Jump to content

გავრცელდა გეიმინგ კონსოლ Sony Project Q-ს ფოტოები, რომელიც Android-ზე მუშაობს


Recommended Posts

მიმდინარე წელს კომპანია Sony-მ დააანონსა პორტატული კონსოლი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ითამაშონ PlayStation 5-ის თამაშები უშუალოდ გეიმინგ პროცესის სტრიმინგ გადაცემით. ამჟამად ინტერნეტში გავრცელდა რამდენიმე ფოტო, რომლებზეც ასახულია ეს მოწყობილობა, კოდური დასახელებით Project Q. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: imgur.com 

ერთ-ერთ ფოტოზე მოწყობილობის შიგთავსი ჩანს, როდესაც ეკრანი მოხსნილია. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ, როგორც ჩანს, კონსოლი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android-ზე Sony-ის სამომხმარებლო ინტერფეისით. ამაზე მიუთითებს Android სერვისების არსებობა. 

image.jpeg 

Android-ის არსებობა იძლევა იმედს, რომ კონსოლი შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ PlayStation 5-ის თამაშებთან, არამედ სტრიმინგ პლატფორმებთან, როგორებიცაა NVIDIA GeForce Now, Amazon Luna ან Microsoft Xbox Cloud. ასევე შესაძლებელია, რომ მოწყობილობამ შეძლოს Android-თამაშების გაშვება. 

image.jpeg 

ინსაიდერ Tom Henderson-ის თქმით პორტატული კონსოლი სამიდან ოთხ საათამდე შეძლებს მუშაობას დატენვის გარეშე. Sony-ს სავარაუდო კონკურენტებს ამ სეგმენტში უფრო შთამბეჭდავი მაჩვენებლები აქვთ. მაგალითად, Logitech G Cloud ერთი დამუხტვით 12 საათზე დიდხანს მუშაობს, ხოლო Abxylute - რვა საათზე მეტს. Sony-ის კონსოლის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ მას გააჩნია სრულფასოვანი უსადენო კონტროლერი DualSense, მაგრამ იგი ყველაზე სასარგებლო იქნება PlayStation 5-ის თამაშებში. 

ამ დროისთვის Project Q-ს მახასიათებლების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. მოსალოდნელია, რომ Sony ახალ მოწყობილობას ოფიციალურად მიმდინარე წლის ბოლოს წარადგენს. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.