Jump to content

Bitcoin-ის ქსელში მოპოვებულია 800 000 ბლოკი


Recommended Posts

image.png 

24 ივლისს Bitcoin-ის ქსელმა გადალახა 800 000 ბლოკის ზღვარი - ჰალვინგამდე კიდევ 40 000 დარჩა. 

image.png 

წყარო: Twitter 

ანალიტიკოს დილან ლეკლერკის თქმით ბლოკი შეიცავდა 3721 ტრანზაქციას 1.64 მბ-ზე, პირველი კრიპტოვალუტის ფასი 29815 აშშ დოლარიან დონეზე ყოფნის პირობებში. 

NiceHash-ის მიხედვით Bitcoin-ის მაინინგის სირთულე არის 53.91 Т.  ქსელში ახალი ბლოკი იქმნება დაახლოებით ყოველ 577 წამში. 

მაინერების ჯილდოს შემდეგი განახევრება მოხდება დაახლოებით 2024 წლის 16 აპრილს. ეს მოვლენა ხდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ან ყოველ 210 000 ბლოკზე და, როგორც წესი, ემთხვევა კრიპტო ბაზრის ფასების აღმავლობას.  

მჟამად მაინერებისთვის ანაზღაურება არის 6.25 BTC, ხოლო განახევრების შემდეგ 3.125 BTC იქნება. 

წერის მომენტისთვის Bitcoin 29.311 აშშ დოლარად იყიდება, ფასი წინა დღესთან შედარებით 2.53%-ით შემცირდა. 

image.png 

BTC/USDT-ის 15-წუთიანი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView 

შეგახსენებთ, JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მოახლოებული ჰალვინგი გადამწყვეტი გამოცდა იქნება მაინერებისთვის ბლოკის დაბალი ჯილდოსა და მზარდი ხარჯების გამო, მიუხედავად აქტივების ფასზე დადებითი ზემოქმედებისა. 

ივნისის მეორე ნახევარში მაინერებმა პირველ კრიპტოვალუტაში 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი გაგზავნეს ბირჟებზე, რითაც დაამყარეს ყოველდღიური რეკორდი აქტივის შემოდინების მხრივ. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.