Jump to content

გამოვიდა Pocket AI - კომპაქტური ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელი NVIDIA RTX A500-ის ბაზაზე


Recommended Posts

კომპანია ADLink-მა წარადგინა კომპაქტური გარე გრაფიკული ამაჩქარებელი Pocket AI, რომელიც შექმნილია ნეიროქსელებზე დამყარებული პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებისთვის. მოწყობილობა ეტევა ხელისგულზე და შეიძლება დაუკავშირდეს ლეპტოპს ან მინი კომპიუტერს Thunderbolt 3-ის მეშვეობით სისტემის წარმადობის გაუმჯობესების მიზნით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ADLink 

Pocket AI-ს საფუძვლად უდევს გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA RTX A500 ჩიპით Ampere GA107. გრაფიკული პროცესორი გამოყენებულია საბაზისო დონის ვიდეო ბარათ GeForce RTX 3050-ში, რაც იმას ნიშნავს, რომ Pocket AI ვერ შეძლებ ძალიან მაღალი წარმადობის უზრუნველყოფას. ამის მიუხედავად მოწყობილობა უზრუნველყოფს 60%-ით მაღალ წარმადობას ინტეგრირებულ გრაფიკა Intel Iris Xe-სთან შედარებით. პროფესიონალურ ტესტებში Pocket AI-მ კარგი წარმადობა დააფიქსირა მოწყობილობის კვალობაზე, რომელიც მხოლოდ ადამიანის ხელის გულის ტოლია. 

რაც შეეხება Pocket AI-ს მახასიათებლებს, გარე გრაფიკული ბარათ აქვს 4 გბ GDDR6 ვიდეო მეხსიერებ. გრაფიკული პროცესორი GA107 შეიცავს 2048 CUDA ბირთვს, 64 Tensor ბირთვს და 16 RT ბლოკს. ალუმინის დიდი რადიატორი მიმაგრებულია მიკროსქემის დაფაზე, რომელიც მოწყობილობის ძირითად ნაწილს წარმოადგენს. წარმადობა შეფასებულია 6.45 ტერაფლოპით. რაც შეეხება ენერგიის მოხმარებას, Pocket AI-სთვის 25 ვატი საკმარისია. 

image.jpeg 

მიუხედავად იმისა, რომ 429 აშშ დოლარი საკმაოდ მაღალია არც თუ ისე მაღალი წარმადობის მქონე ამაჩქარებლისთვის, მისი ფასი მაინც ნაკლებია ახალი ლეპტოპის ღირებულებასთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ Pocket AI შეიძლება იყოს მოთხოვნადი, თუ მომხმარებელს სჭირდება GPU-ს მეტი წარმადობა ხელოვნური ინტელექტის გამოთვლების დასამუშავებლად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.