Jump to content

ინსაიდერმა გააზიარა ახალი დეტალები PlayStation 5 Pro-ს შესახებ


Recommended Posts

გეიმინგ კონსოლ PlayStation 5 Pro-ს შემუშავება დასკვნით ეტაპებზეა - აცხადებს გეიმინგ გამოცემა Keytogaming, რომელიც ინსაიდერულ ინფორმაციას ეყრდნობა. განახლებულ კონსოლს შიდა წრეში „Trinityჰქვია, რითაც აგრძელებს Sony-ს პრაქტიკას, რომ მის ახალ პროდუქტებს მიენიჭოს კოდური სახელწოდებები ფილმების ფრენჩაიზიდან - "The Matrix". მაგალითად, PlayStation 4 Pro-ის კოდური სახელი იყო "Neo", ხოლო PlayStation VR ვირტუალური რეალობის ჰედსეტის - "Morpheus". 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

ინფორმაცია პორტალ Keytogaming-ს გაუზიარა ინსაიდერმა ტომ ჰენდერსონმა, რომელიც ცნობილია PlayStation-ებთან, აგრეთვე სხვადასხვა გეიმინგ კონტენტთან დაკავშირებული მეტად ზუსტი „პროგნოზებით“. ზოგიერთ მონაცემს სხვა ინფორმატორებიც ადასტურებენ. PlayStation 5 Pro-ს შემუშავება დაიწყო 2022 წლის დასაწყისში. Sony უკვე ამზადებს ახალი კონსოლის დეველოპერების აპარატულ ნაკრებებს დიდი გეიმინგ სტუდიებისთვის. მოსალოდნელია, რომ კომპანია ამ მოწყობილობების მიწოდებას დაიწყებს მიმდინარე წლის ნოემბერში, ხოლო PS5 Pro გაყიდვაში მომავალი წლის ნოემბერში უნდა გამოვიდეს. 

რაოფიციალური ცნობების თანახმად PS5 Pro-ს შემადგენლობაში გამოყენებული იქნება კომპანია AMD-ის ახალი SoC კოდური დასახელებით „Viola“. მის შემადგენლობაში შედის 30 ბლოკი WGP (WorkGroup Processors) ან გრაფიკული ბირთვების კლასტერები. ამ 30 WGP ბლოკის შემადგენლობაში შედის გრაფიკის 60 შემსრულებელი ბლოკი (Compute Units, CU). შედარებისთვის, აქტუალურ მოდელ PlayStation 5-ის პროცესორს 36 CU აქვს. ასევე ცნობილია, რომ ახალი კონსოლის GPU იმუშავებს კონტაქტზე 18 გბ/წმ სიჩქარით, რაც 4 გბ/წმ-ით მეტია აქტუალურ PS5-თან შედარებით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს ცნობები ვიდეომეხსიერებისა და მეხსიერების სალტის შესახებ. კონსოლის გრაფიკულ პროცესორს რეითრეისინგის აპარატული მხარდაჭერა ექნება. 

მიიჩნევა, რომ PS5 Pro-ს ექნება 8K გაფართოების გამოსახულების მხარდაჭერა, აგრეთვე კადრების მაღალი სიხშირე 4K გაფართოებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ AMD ავითარებს გამოსახულების მასშტაბირების ტექნოლოგია FidelityFX Super Resolution 3- (FSR3), რომელმაც უნდა უზრუნველყოს გრაფიკის წარმადობის ორჯერ გაზრდა FSR2-თან შედარებით. PS5 Pro-სთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს თამაშებში უფრო მკვეთრი გამოსახულებების ჩვენების შესაძლებლობას, ასევე რეითრეისინგის ტექნოლოგიის უკეთეს მხარდაჭერას. სავარაუდოა, რომ კონსოლის GPU-ში გამოყენებული იქნება ახალი გრაფიკული არქიტექტურა, როგორიცაა RDNA 3 ან RDNA 3.5. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

გასულ წელს კომპანია TLC-მ, რომელიც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის, აგრეთვე ტელევიზორის პანელების ცნობილი მწარმოებელია, საჯაროდ ივარაუდა, რომ PlayStation 5 Pro და სამომავლო კონსოლი Microsoft Xbox შეძლებენ 8K გაფართოების კონტენტის უზრუნველყოფას 60-დან 120-მდე კადრი/წამში სიხშირით, გრაფიკული წარმადობის დონით კი დესკტოპ ვიდეო ბარათ Radeon RX 7700 XT-ს ეკვივალენტურნი იქნებიან. ამ საკითხზე დამატებითი დეტალები არ გაუზიარებია არც TLC-ს, არც AMD-ს, Radeon RX 7700 XT კი ჯერჯერობით მხოლოდ საუბრების საგანს წარმოადგენს. 

პორტალი VideoCardz აცხადებს, რომ AMD მუშაობს ახალი თაობის მაღალი წარმადობის SoC-ზე, რომლის სამუშაო დასახელებებია Strix Halo და Sarlak. არაოფიციალური ცნობებით, პროცესორს ექნება 16-მდე Zen 5 ბირთვი, აგრეთვე 20 გრაფიკული ბლოკი WGP (40 CU) არქიტექტურით RDNA 3.5. 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.