Jump to content

Binance-მა შეაფასა კრიპტობაზრის დინამიკა ექვსი თვის განმავლობაში


Recommended Posts

image.png 

Binance-მა ისაუბრა ციფრული აქტივების ინდუსტრიის პოზიტიურ დინამიკაზე 2023 წლის ექვსი თვის განმავლობაში, რაც მომავალში „განვითარების მყარ საფუძველს ქმნის“. 

დოკუმენტის მიხედვით მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია ივნისის ბოლოსთვის წლიურად 30%-ით გაიზარდა და 1.17 ტრლნ აშშ დოლარი დაფიქსირდა. 

Bitcoin-ის დომინირებამ მიაღწია უმაღლეს დონეს 2021 წლის აპრილის შემდეგ. ამავე დროს, პირველი კრიპტოვალუტის კორელაცია ტრადიციულ ბაზართან სამწლიან მინიმუმზეა. 

image.png 

BTC-ის კორელაცია S&P500-თან. წყარო: Binance. 

ციფრული ოქროთი ვაჭრობის მოცულობა წლის დასაწყისიდან 185%-ით გაიზარდა, ტრანზაქციების რაოდენობა კი - 58%-ით. 

ქსელში საშუალო საკომისიოები გაიზარდა 143%-ით, რასაც ანალიტიკოსები Ordinals-თან დაკავშირებულ აჟიოტაჟს უკავშირებენ. 

image.png 

BRC-20 სტანდარტის ტოპ 3 ტოკენი კაპიტალიზაციის სიდიდის მიხედვით. წყარო Binance. 

Bitcoin-ის ჰეშრეი ასევე გაიზარდა 40%-ით, ხოლო მაინინგის სირთულე - 43%-ით. 

პირველი კრიპტოვალუტის „შიშისა და სიხარბის ინდექსი“ იანვრის შემდეგ გაორმაგდა, რაც ტრეიდერების მხრიდან ნდობის გაზრდას დემონსტრირებს. 

image.png 

Bitcoin-ის „შიშისა და სიხარბის ინდექსის“ დინამიკა. წყარო Binance. 

პირველი დონის სხვა ბლოკჩეინებიდან ყველაზე მეტად - 105%-ით 7.6 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა Solana-ს კაპიტალიზაცია. BNB ქსელს საუკეთესო წარმადობა აქვს წლის დასაწყისიდან - ფიქსირდება ყოველდღიური ტრანზაქციების 113%-ით ზრდა Ethereum-ის 48%-თან შედარებით. 

ლიკვიდური სტეიკინგი გახდა ყველაზე დიდი DeFi სექტორი. მისი ჯამური TVL წლის დასაწყისიდან 460%-ით გაიზარდა. 

მიუხედავად Stablecoin-ების  ბაზრის მოცულობის 7%-იანი კლებისა, USDT-ის წილი გაიზარდა 26%-ით. კომპანიამ ასევე აღნიშნა კონკურენტების განვითარება USDD-ის, crvUSD-ის, GHO-სა და LUSD-ის სახით. ამ უკანასკნელის კაპიტალიზაცია ექვს თვეში 54%-ით გაიზარდა. 

image.png 

USDT-ის მიწოდების თანაფარდობა სხვადასხვა ქსელებში. წყარო Binance. 

Binance-ის თანახმად ათმა უმსხვილესმა კრიპტო ფონდმა წლის პირველ ნახევარში ჯამში 3.6 მლრდ აშშ დოლარი მოიზიდა. 

„გლობალური ეკონომიკური ცვლილებების ფონზე კრიპტო ინდუსტრია აგრძელებს აყვავებას და თავისი გამძლეობის დემონსტრირებას. [...] ეს ინოვაციები, ინსტიტუციური მოთამაშეების მზარდ მონაწილეობასთან ერთად მყარ საფუძველს უქმნის ინდუსტრიის მომავალ ზრდას და მის ფართო მიღებას“, - განაცხადა Vladimir Smerkis-მა, Binance-ის რეგიონულმა დირექტორმა დსთ-ში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.