Jump to content

Tesla-მ დაიწყო Dojo სუპერკომპიუტერების წარმოება და სურს 100 EFLOP წარმადობას 15 თვეში მიაღწიოს


Recommended Posts

Tesla-მ განაცხადა, რომ დაიწყო პერკომპიუტერ Dojo-ს წარმოება, რომელიც განკუთვნილია ავტოპილოტირების სისტემების სწავლებისთვის. კომპანია გეგმავს პროექტზე 1 მლრდ აშშ დოლარის დახარჯვას. კომპანია მომავალი წლის ოქტომბრისთვის ელოდება 100 EFLOP წარმადობის ბარიერის გადალახვას - ეს მაჩვენებელი 60-ჯერ ძლიერია ამჟამად არსებულ ყველაზე მძლავრ სუპერკომპიუტერთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

Tesla-ს 2023 წლის მეორე კვარტალის ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია: „ავტონომიური მანქანების პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ოთხი ძირითადი ტექნოლოგიური საყრდენი: მონაცემთა უკიდურესად დიდი ნაკრები რეალური სამყაროდან, ნეიროქსელის სწავლება და მანქანის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა. ჩვენ ვავითარებთ თითოეულ ამ საყრდენს. ამ თვეში ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს ნეიროქსელების უფრო სწრაფი და იაფი სწავლებისკენ ჩვენ სასწავლო კომპიუტერ Dojo-ს გამოშვებით. 

კომპანიას უკვე აქვს NVIDIA-ს გრაფიკულ ამაჩქარებლებზე მომუშავე სუპერკომპიუტერი - ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში, ხოლო Dojo-ში გამოყენებულია Tesla-ს ინჟინრების მიერ შემუშავებულ ჩიპებ. პროექტი 2019 წელს დაანონს - იმავე დროს კომპანიის ხელმძღვანელმა გამოაცხადა, თუ რა ერქმევა სისტემას. 

2021 წელს ილონ მასკმა განაცხადა, რომ სუპერკომპიუტერზე მუშაობა სრული ძალით მიმდინარეობს, ხოლო ერთი წლის შემდეგ გააზიარა Dojo-ს ტექნიკური მახასიათებლები: პლატფორმის საფუძველია „სისტემა ფირფიტაზე“ (System-On-Wafer) - ჩიპი წარმოადგენს 300-მილიმეტრიან სილიკონის მთლიან ფირფიტას, თავად Tesla მათ Training Tile-ს უწოდებს. თითოეული ფირფიტა მოიცავს 25 ამაჩქარებელს და მოიხმარს 15 კვტ ენერგიას. 

image.jpeg 

ექვსი ასეთი ფირფიტის მქონე ერთი სტეკი უზრუნველყოფს 100 Pflop წარმადობას და გამოდის, რომ ათი ასეთი სტეკი უზრუნველყოფს 1 Eflop წარმადობას, ანუ 1 კვინტილიონ ოპერაციას წამში. Tesla მიზნად ისახავს მიაღწიოს 100 EFLOP წარმადობას 2024 წლის ოქტომბრისთვის ყველა მის სისტემაში ერთად. შედარებისთვის, ამ დროისთვის ყველაზე მძლავრ სუპერკომპიუტერ Frontier-ს აქვს მაქსიმალური გამოთვლითი სიმძლავრე 1679 Eflops-ს შეადგენს. 

”ჩვენი სწრაფვა - ვიყოთ ხელოვნური ინტელექტის განვითარების სათავეში, ხელს უწყობს სასწავლო კომპიუტერ Dojo-ს სწავლებაში. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი უზარმაზარი ნეიროქსელის სწავლების მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება Dojo-ს საკუთარი აპარატურით. რაც უფრო მაღალია ნეიროქსელის სწავლის უნარი, მით მეტია ჩვენი ავტოპილოტის განყოფილების მიერ ახალი გადაწყვეტილებების განხორციელების შესაძლებლობა“, - განაცხადა Tesla-მ.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.