Jump to content

Samsung-ის განცხადებით სამომავლო დასაკეცი Galaxy Z Fold და Flip 5 წინამორბედებზე თხელები იქნება


Recommended Posts

ღონისძიება Samsung Unpacked-ის წინ, რომელიც 26 ივლისს გაიმართება, Samsung Electronics-ის პრეზიდენტმა და მიმართულება Mobile eXperience-ის ხელმძღვანელმა TM Roh-მ გამოაქვენა დასაკეცი სმარტფონის ფოტო, აგრეთვე ისაუბრა, როგორ მოახერხეს კომპანიის სპეციალისტებმა Galaxy Z Fold 5 და Flip 5 გამხდარიყო უფრო თხელი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: hothardware.com 

Roh-მ აღნიშნა, რომ Samsung ცდილობს ახალი მოწყობილობები შექმნას ისე, რომ ისინი იყოს „კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ინოვაციური და ჰარმონიული“. მისივე თქმით, ინჟინრის კარიერამ მას ასწავლა, რომ საუკეთესო პროექტები ხშირად „ერწყმის ტექნოლოგიურ ინოვაციებს“. ამას კი აშკარად ადასტურებს კომპანიის სპეციალისტების მიერ შექმნილი დასაკეცი სმარტფონები. მათ აქვთ მრავალი იგივე კომპონენტი, რც ტრადიციულ ტელეფონებს, მაგრამ ასევე წარმოადგენენ ინჟინრების რთული მუშაობის შედეგს - შექმნან სენსორული მობილური მოწყობილობა, რომელიც შეიძლება დაიკეცოს გატეხვის გარეშე და ამასთან იყოს მიმზიდველი. 

image.jpeg 

Roh-მ განაცხადა, რომ Samsung-მა აამაღლა დასაკეცი მოწყობილობების ერგონომიული სტანდარტები და მოახერხა მე-5 თაობის დასაკეცი სმარტფონები კიდევ უფრო თხელი გამხდარიყო. თუმცა, სასწაულების მოლოდინი არ ღირს. Roh-მ აღნიშნა, რომ დასაკეცი დიზაინის თუნდაც ერთი მილიმეტრით ან გრამით შემცირება "საინჟინრო გარღვევას" მოითხოვს. 

Tae Moon Ro-ს განცხადება თანხვედრაშია მანამდე გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომ დასაკეც მოწყობილობებს ექნება დასაკეცი სახსრის ახალი მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა სმარტფონი დაიკეცოს ხარვეზის და ნაკეცის გარეშე, რაც მათ უფრო თხელს გახდის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.