Jump to content

Tesla-ს ელექტრომობილების HW 5.0 EV ჩიპები, სავარაუდოდ, Samsung-ის მიერ დამზადდება 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით – Google და AMD ასევე დაინტერესებულნი არიან მისით


Recommended Posts

Samsung-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებით გამოწვეულმა აღფრთოვანებამ გადაინაცვლა კომპანიის გეგმების განხილვაში - მოიზიდოს ახალი მომხმარებლები საკონტრაქტო ბიზნესში. სხვადასხვა წყაროს თანახმად AMD, Google და Tesla- კი უკვე მზად არიან Samsung-ს ანდონ საკმაოდ რთული ჩიპების წარმოება 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung Electronics 

ტაივანური DigiTimes უცხოურ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ Samsung Electronics-მა შეძლო დიდი შეკვეთების მიღება ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის კომპონენტების 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით საწარმოოდ. დამკვეთებს შორის ნახსენებია AMD და Google, თუმცა იგივე წყარო მორიგ პუბლიკაციაში აღნიშნავს, რომ AMD სავარაუდოდ უარს არ იტყვის ასევე TSMC-ის 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, რომლის ათვისებაზე იგი უკვე მუშაობდა ტაივანურ კონტრაქტორთან ორი წლის განმავლობაში. თუმცა, Samsung-ის 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობა არ უარყოფს მას. ტაივანური წყაროების თანახმად AMD ელის TSMC-სგან 2-ნანომეტრიანი ჩიპების მიღებასაც. 

Samsung-ის მომხმარებლებისთვის, რომლებიც რთული სივრცული კონსტრუქციის ჩიპების გამოყენებას ელიან, მთავარ პრობლემას ამჟამად წარმოადგენს შეზღუდული საწარმოო სიმძლავრეები კორპუსში ჩიპის მონტაჟის მხრივ. TSMC ყველაფერს აკეთებს, რომ გააფართოვოს ასეთი სერვისის მოცულობა და Samsung-ის შესაძლებლობები დიდი შეკვეთების სფეროში ამ მხრივ კვლავ შეზღუდულია. და ამან შესაძლოა Samsung-ის პოტენციური მომხმარებლები დააფრთხოს.  

კორეულ გამომცემლობა The Korea Economic Daily-ს ეს სიხლე სხვა მიმართულებით მიყავს და იხსენებს Samsung-ის Tesla-სთან თანამშრომლობას მესამე თაობის Tesla FSD ნეიროპროცესორების საკონტრაქტო წარმოების კუთხით, რომლებიც ამჟამად 14-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით იწარმოება. არაოფიციალური ცნობებით Tesla-ს სურვილი აქვს მეოთხე თაობის FSD ჩიპების გამოშვება დააკისროს TSMC-ს 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და ამავე დროს Samsung-ს - 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. 

წყაროს ინფორმაციით Tesla გეგმავს Samsung-ს ანდოს მეხუთე თაობის (HW 5.0) ნეიროპროცესორების წარმოება 4-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. Tesla HW 5.0 ჩიპების მასობრივი წარმოება Samsung-ის ობიექტებში შეიძლება დაიწყოს სამ ან ოთხ წელიწადში, იტყობინება კორეული მედია ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით. ამავდროულად, Tesla-ს TSMC-თან თანამშრომლობის შესაძლებლობა იმავე სფეროში გათვალისწინებული არ არის. Tesla-ს ელექტრომობილები მეოთხე თაობის FSD კომპლექსით ბაზარზე მიმდინარე წელს უნდა გამოვიდეს, ამიტომ პროფილური პროცესორების წარმომავლობის საკითხი მალე დაისმება. 

Samsung Electronics-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე Lee Jae-yong და Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი შეხვდნენ მიმდინარე წლის მაისში პირველი მათგანის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, ამიტომ წყაროები თვლიან, რომ კომპანიებს შორის მიღწეულ იქნა გარკვეული შეთანხმება ელექტრომობილების შიდა სისტემების ჩიპების წარმოების კუთხით თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.