Magdalena Posted July 21, 2023 Posted July 21, 2023 Samsung-მა განაცხადა, რომ დასრულდა მსოფლიოში პირველ GDDR7 ტიპის ოპერატიული მეხსიერების ჩიპის შემუშავება, რომლის მთავარი განმასხვავებელი მახასიათებლებია 32 GT/s, სიგნალების გადაცემის ამპლიტუდურ-იმპულსური მოდულაცია PAM3, აგრეთვე 20%-ით ნაკლები ენერგომოხმარება GDDR6-თან შედარებით. ფოტოს წყარო: Samsung Samsung-ის პირველი, 16 გბ GDDR7 ჩიპი უზრუნველყოფს 32 GT/s და მონაცემთა გადაცემის 128 გბ/წმ სიჩქარეს - GDDR6X-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებლებია 22.4 GT/s და 89.6 გბ/წმ, შესაბამისად. ამ პარამეტრებით და 384-ბიტიანი სალტით შესაძლებელი იქნება ვიდეო ბარათის მეხსიერების ქვესისტემის 1.536 ტბ/წმ გამტარუნარიანობის მიღწევა. და ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი NVIDIA-ს ამჟამინდელ ფლაგმან GeForce RTX 4090-ის GDDR6X 1008 ტბ/წმ-თან შედარებით. ასეთი მაღალი სიჩქარის მიღწევას ხელი შეუწყო PAM3 სქემამ - სამი სასიგნალო დონის ამპლიტუდურ-იმპულსურმა მოდულაციამ (-1.0 და +1). ეს მექანიზმი ორ ციკლს საშუალებას აძლევს გადასცეს მონაცემების სამი ბიტი, რაც უფრო ეფექტურია, ვიდრე ორდონიანი NRZ GDDR6-ში. ამასთან, PAM3-ის სიგნალების გენერირება და დეკოდირება უფრო რთულია NRZ-ის სიგნალებთან შედარებით, რაც ენერგომოხმარების ზრდას იწვევს; გარდა ამისა, ისინი უფრო მგრძნობიარეა ხარვეზების მიმართ. მაგრამ PAM3-ს მაინც უფრო მეტი უპირატესობა აქვს, ამიტომ ეს სქემა გამოიყენება GDDR7-ში. უფრო მაღალი წარმადობის პარალელურად Samsung GDDR7 ჩიპი, კომპანიის განცხადებით, მოიხმარს 20%-ით ნაკლებ ენერგიას. სამწუხაროდ, ეს არ ეხება კონტროლერებს - PAM3 კოდირება/დეკოდირების ამოცანა მეტ ენერგიას მოითხოვს. Samsung-მა ასევე განაცხადა, რომ გამოიყენა ეპოქსიდის შენაერთი 70%-ით გაზრდილი თერმომდგრადობით, რაც იმას ნიშნავს, რომ GDDR7 მეხსიერების მოდულები უფრო მეტად ცხელდება, ვიდრე GDDR6 - განსაკუთრებით მაღალ ტაქტის სიხშირეებზე. კომპანიამ განაცხადა, რომ გამოუშვებს უფრო დაბალი ენერგომოხმარების GDDR7-ს ლეპტოპებისთვის, ხოლო წარმადობის მაჩვენებლები არ დაუკონკრეტებია. Samsung-ს არაფერი უთქვამს ბაზარზე ახალი ჩიპების გამოშვების ვადებთან დაკავშირებით. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ AMD-სა და NVIDIA-ს ახალი არქიტექტურების გამოშვების გათვალისწინებით დასაშვებია ვივარაუდოთ, რომ ახალი თაობის ჩიპების დებიუტი GPU-ებთან ერთად 2024 წელს შედგება. კომპანიამ დაამატა, რომ GDDR7-ის სარგებელი ყველაზე მეტად გამოხატული იქნება ხელოვნური ინტელექტის სისტემებში, მაღალი ხარისხის გამოთვლების სფეროში, ასევე საავტომობილო ელექტრონიკაში. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ GDDR7 ჩიპები ამ სფეროებში უფრო ადრე გამოჩნდება, ვიდრე სამომხმარებლო გრაფიკაში. https://tinyurl.com/yavr9ena Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.