Jump to content

Tesla-მ Cybertruck-ის სერიული გამოშვება დაიწყო - მასკის დაპირებიდან ორი წლის შემდეგ


Recommended Posts

Tesla-მ წარადგინა ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის პირველი სერიული ეგზემპლარი, რომელიც გამოვიდა კომპანიის ტეხასში არსებული ქახნიდან. ასე, რომ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა თავისი პირობა მიმდინარე წელს შეასრულა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

შეგახსენებთ, რომ ელექტრო პიკაპი Cybertruck, რომელმაც ყურადღება მომენტალურად მიიპყრო თავისი უჩვეულო ფუტურისტული დიზაინით, ლონ მასკმა 2019 წლის ნოემბერში წარადგინა. იმავე დროს გამოცხადდა მასობრივი წარმოების დაწყების დროდ 2021 წელ. Cybertruck-ის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ პრემიერიდან სამი დღის შემდეგ, მასკის თქმით, პიკაპის წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. 

გასულ მაისში აქციონერების ყოველწლიურ შეკრებაზე მასკმა განაცხადა, რომ Cybertruck-ის წარმოების გაზრდა ადვილი არ იქნება, რადგან უჩვეულო დიზაინის გამო სირთულეები ჩნდება მისი აწყობისას. კერძოდ, იგულისხმება პიკაპის კორპუსის უჟანგავი ფოლადისგან დამზადების სირთულე. „რთული იქნება ფასი იყოს ხელმისაწვდომი, რადგან ეს რის ახალი ავტომობილი, წარმოების ახალი მეთოდი - განაცხადა მასკმა. - ჯამში ყველა სხვა მანქანის წარმოების ტემპის მაჩვენებელთან შედარებით, რომელთაც ჩვენ ვაწარმოებთ, ეს იქნება მცირე. მაგრამ მაინც ძალიან მაგარია." 

Bloomberg-ის თანახმად Deutsche Bank-ის ანალიტიკოსი Emmanuel Rosner ელოდება, რომ 2023 წელს Tesla განახორცილებს 200 პიკაპის მიწოდებას, რაც კომპანიის მიერ დაგეგმილი 1.78 მილიონი ელექტრომობილის მიზერულ წილს წარმოადგენს. ანალიტიკოსს ეჭვი ეპარება, რომ ეს მოდელი გაზრდის კომპანიის მომგებიანობას, რის საფუძვლადაც მოყავს წარმოების ოპტიმიზაციის სირთულე და პიკაპისთვის განკუთვნილი უფრო დიდი ბატარეების საჭიროება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.