Jump to content

M3 პროცესორებზე დამყარებული პირველი Apple Mac კომპიუტერები ოქტომბერში გამოვა


Magdalena

Recommended Posts

შემოდგომა ახლოვდება და Apple-ის სიახლეებიდან ყველაზე მეტად მოსალოდნელია iPhone 15 სერიის სმარტფონების გამოსვლა, თუმცა ინსაიდერ Mark Gurman-მა Bloomberg-ის მეშვეობით განაცხადა, რომ ოქტომბერში კომპანია წარადგენს პირველ პერსონალურ კომპიუტერებს M3 თაობის პროცესორების ბაზაზე. ახალი კომპიუტერების გამოსვლა მოსალოდნელია Apple-ის მინიმუმ სამ სერიაში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

წყაროს ინფორმაციით M3 თაობის პირველი პროცესორები გამოყენებული იქნება 13-დუიმიან MacBook Air და MacBook Pro ლეპტოპებში, აგრეთვე მონობლოკ Apple iMac-ში. M3 პროცესორის შემადგენლობაში ბირთვების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა 3-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლა სავარაუდოდ გაზრდის სიჩქარესა და გააუმჯობესებს ენერგოეფექტურობას. 

მიმდინარე კვარტალში Apple-მა წარადგინა 15-დუიმიანი MacBook Air და დესკტოპ Mac Pro პროცესორ M2 Ultra-ს ბაზაზე, აგრეთვე Mac Studio სამუშაო სადგურები M2 Ultra და M2 Max პროცესორების საფუძველზე, შესაბამისად, ზედა საფასო დიაპაზონის პროდუქტებს შორის M3 პროცესორების გამოყენებაზე გადასვლა მოგვიანებით იგეგმება. წყაროს ინფორმაციით ოქტომბერში Apple სავარაუდოდ არ წარადგენს ახალ iPad-ებს, OLED დისპლეის მქონე, M3 პროცესორზე დამყარებული iPad Pro-ს დებიუტი მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი. თუმცა მარკ გურმანის თქმით iPad Air-ის განახლებული ვარიანტი უკვე მუშავდება. Apple-ის აქტუალური თაობის ყველაზე თხელ პლანშეტში ჯერ კიდევ მოცემულია M1 პროცესორი, ასე რომ ეს მოდელი განახლების ერთ-ერთი პირველი კანდიდატია. 2024 წელს ასევე მოსალონელია 30-დუიმიანი iMac-ების დებიუტი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.