Jump to content

ილონ მასკმა შექმნა ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI, რათა „სამყაროს ჭეშმარიტი ბუნება გაიგოს“


Recommended Posts

ილონ მასკმა განაცხადა, რომ დააარსა კომპანია xAI, რომელიც დაკავდება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საკითხებით. ორგანიზაციის ახლად გახსნილ ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ მისი მისიაა „სამყაროს ნამდვილი ბუნების გაგება“. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: xAI 

მასკის ახალი კომპანიის გახსნის გეგმები რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც მილიარდერმა ნევადაში X.AI Corp. დაარეგისტრირა, რომლის სახელიც ირიბად მიუთითებდა საქმიანობის პროფილზე. აპრილში მიცემულ ინტერვიუში მან დაადასტურა, რომ სურს შექმნას სტარტაპი, რომელიც „შექმნის ისეთ ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც შეეცდება გამოიკვლიოს სამყაროს ნამდვილი ბუნება“ და სურს, რომ ამ ხელოვნურმა ინტელექტმა „უფრო მეტი კარგი მოიტანოს, ვიდრე - ზიანი“. 

კომპანია xAI-ს შესახებ ცოტა რამაა ჯერ ცნობილი. ორგანიზაციის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ xAI-ის გუნდი აპირებს ჩაატაროს ხმოვანი ჩატი Twitter Spaces-ზე, რომელშიც, დიდი ალბათობით, დეტალურად ისაუბრებს საქმიანობასა და მიზნებზე. მასკის უფრო ადრეული განცხადებები მიუთითებდა მის სურვილზე - შეექმნა OpenAI-სა და Google-ის - რომლებიც გვთავაზობენ თავიანთ სერვისებს ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების სფეროებში - საპირწონე კომპანია. ადრე ასევე ცნობილი გახდა, რომ მასკმა შეიძინა ათასობით სპეციალიზებულილ გრაფიკული ამაჩქარებელი, რაTwitter ხელოვნური ინტელექტით უზრუნველეყო. ამ ეტაპზე უცნობია, ეს ორი პროექტი ერთმანეთთან კავშირშია თუ არა. 

xAI თანამშრომლების სიაში შედის DeepMind-ის, OpenAI-ის, Google Research-ის, Microsoft Research-ის, Tesla-ს ვეტერანები და კურსდამთავრებულები, ასევე ტორონტოს უნივერსიტეტის AI-ექსპერტები. ისინი მონაწილეობდნენ მოდელებისა და მეთოდების შემუშავებაში, რომლებიც აჩქარებს ხელოვნური ინტელექტის სწავლებას, როგორებიცაა Adam, Batch Normalization და Layer Normalization, ინოვაციური მეთოდები და ანალიზები, როგორიცაა Transformer-XL Autoformalization, Memorizing Transformer, Batch Size Scaling და μTransfer. გარდა ამისა, მათ ხელი შეუწყეს ხელოვნური ინტელექტის მოდელების - AlphaStar, AlphaCode, Inception, Minerva, GPT-3.5 და GPT-4-ის შექმნას. 

xAI-ს წამყვან სპეციალისტებს შორის არიან Igor Babuschkin, Manuel Kroiss, Yuhuai Tony Wu, Christian Szegedy, Jimmy Ba, Toby Pohlen, Ross Nordeen, Kyle Kosic, Greg Yang, Guodong Zhang და Zihang Dai 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.