Magdalena Posted July 13, 2023 Share Posted July 13, 2023 ბოლო ერთი წლის განმავლობაში კრიპტოვალუტების სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 10%-ით - 210 000-დან 190 000 თანამშრომლამდე შემცირდა. ამას მოწმობს K33 Research-ის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით ინდუსტრია მოიცავს დაახლოებით 10 ათას კომპანიას, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 180 მლრდ აშშ დოლარია. დასაქმებულების დაახლოებით 60% მუშაობს სავაჭრო და საინვესტიციო კომპანიებში. ციფრული აქტივების სფეროში დასაქმებულთა თითქმის 30% ცხოვრობს აშშ-ში. აზია და ავსტრალია ერთად შეადგენს სამუშაო ძალის 35%-ს, ხოლო ინდოეთი - 20%-ს. კრიპტო მუშაკების 24% კონცენტრირებულია ევროპაში. დიდი ბრიტანეთი ლიდერობს რეგიონში შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობით, რომელთა რიცხვი 13 ათასია. ”ზოგადი ტენდენცია არის ის, რომ ბევრმა კომპანიამ გაათავისუფლა მრავალი ადამიანი, გარდა [კრიპტობირჟა] Binance-ისა,” - განაცხადა K33-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდერს ჰელსეტმა. მისი თქმით გასული წლის ბოლოს კომპანიებმა ბევრი თანამშრომელი შეამცირეს და ახლა ინდუსტრია "შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი დაფინანსების წყალობით". გასული წლის განმავლობაში სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გამოაცხადებს კომპანიებმა: Robinhood, Dapper Labs, Polygon, Magic Eden, Protocol Labs, Bittrex, Luno, Blockchain.com, Huobi, Bybit, STEPN, TrueLayer და სხვებმა. შეგახსენებთ, რომ ივლისში რამდენიმე ტოპ მენეჯერმა დატოვა Binance - ესენი იყვნენ სტრატეგიების დირექტორი პატრიკ ჰილმანი, ნორმატიული მოთხოვნების დაცვის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი სტივენ კრისტი და მთავარი იურიდიული მრჩეველი Han Ng. პლატფორმის ხელმძღვანელმა Changpeng Zhao-მ სიტუაციას „ პერსონალის ჩვეულებრივი ბრუნვა" უწოდა. https://tinyurl.com/yc23jbp6 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted July 15, 2023 Share Posted July 15, 2023 ისე ცალკე ვიდეოკარტებით მაინინგი მარტო იმ შემთხვევაში ამოტივტივდება და გამოიღვიძებს თუ მართლა გაცდა 2026-ის თუნდაც ბიტკოინი 100000$, სხვა ყველაფერი მკვდარი ვარიანტია, ანუ ძალზე დაბალი დარჩება საშვალო დღიური ვირუჩკა და ვისთანაც დენი ძვირია აზრი არა აქვს მაგ სირთულეზე მაინინგს, მაგრამ 100000$+ გასსამაგდება ალბათ საშვალო ვირუჩკა და 1$-ის მაგივრათ დღეში 3-4$ გადაგიხდიან და ბონუსებიც თუ წამოვიდა და დიდხანს დარჩება ბიტკოინი 100000$ ან მთლათ 150000$ გაცდება მაგ შემთხვევაში შეგვიძლია დაჟე ძველ რიგებზე ისევ ვიხილოთ 5-7$ მაინც დღიური გამომუშავება, რაც აღარ ყოფილა ლამის 2021 წლის ზაფხულის შემდეგ, ანუ იმის მტკიცება რომ ვიდეოკარტების მაინინგში აღარასოდეს აღარ იქნება შედარებით მაღალი ვირუჩკა ჯერ-ჯერობით ნაადრევია დაჟე ეთერეუმის გასვლის შემდეგაც კი, თუმცა მაგ კოინზე 5-7$ კი არა და ისევ გაცდებოდა 15$ გამომუშავება თვითონ ეთერეუმი 6000$ რომ გაცდენილიყო 150000$ ბიტკოინის კურსის პერიოდში, თუმცა ეგ ყველაფერი ჯერ-ჯერობით მარჩიელობაა, რომ ავიდეს მართლა ბიტკოინი 150000$+ თუნდაც მაინინგში შეიძლება მაინც აღარ გაიმეტონ მაგხელა თანხები, მაგრამ ხშირათ იცის პატარა კოინებზე ძალზე დიდი ვირუჩკის დადება ბიტკოინის ძლიერი დაპამპვის პერიოდში,ბონუსებიც სტანდარტული მოვლენაა და პერიოდული 20-30%+ სპაიკები ვირუჩკის, ისე კი ეთერეუმი რომ არ გასულიყო მაინინგიდან დიდი ალბათობით ეხლაც დარჩებოდა სულ მცირე 4-5$ ჩემ ძველ 5 კარტიან რიგზეც კი 4x1080+1080tI, ეგ ისე გრუბი პატჩიოტებიც ვიძახი, ზუსტათ რაზე იდგებოდა ეხლა ვირუჩკა არავინ არ იცის ეთერეუმი რომ არ გასულიყო ბაზრიდან Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.