Jump to content

ხელოვნური ინტელექტი დომინანტი გახდება მიკროსქემების დაპროექტებაში - მიიჩნევს ლიზა სუ


Recommended Posts

ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო აქტიურად ინერგება მიკროსქემების პროექტირების პროცესში, ახდენს ამ სფეროს ტრანსფორმაციას და გზას უხსნის ახალ პერსპექტივებს. AMD-ის გენერალურმა დირექტორმა Lisa Su-მ ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის როლს ახალი თაობის მიკროსქემების შემუშავებაში და ივარაუდა მისი დომინირება ამ მიმართულებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

ხელოვნური ინტელექტი გადაიქცა მიკროსქემების შემუშავების გადამწყვეტ ფაქტორად, ჩინეთისა და აშშ-ის ბოლო მაგალითები აჩვენებს მის პოტენციალს. ChatGPT-თან მარტივი საუბარიც კი საკმარისი აღმოჩნდა პროცესორის ნაწილის დაპროექტებისთვის. NVIDIA-ს აღმასრულებელი დირექტორი Jensen Huang თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ პროგრამისტები გახდნენ. ამავე დროს, ლიზა სუ პროგნოზირებს ეპოქის დადგომას, სადაც ხელოვნური ინტელექტი დომინანტი იქნება მიკროსქემების პროექტირებაში. 

2023 წლის ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაზე (WAIC) შანხაიში ლიზა სუმ ხაზი გაუსვა ჩიპების შემდეგი თაობის შემუშავების ინტერდისციპლინური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ სფეროში წარმატების მისაღწევად ინჟინრებს უნდა ჰქონდეთ აპარატული, პროგრამული უზრუნველყოფის და ალგორითმების ერთობლივი გაგება, რათა მათ შეძლონ შექმნან მიკროსქემების შესანიშნავი პროექტები. 

ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია მიკროსქემების დაპროექტებაში მოქმედების მასშტაბს ზრდის ხელოვნური ინტელექტის სფეროს რევოლუციის წყალობით, რომლის კატალიზატორი დიდი ენის მოდელები (LLMs) გახდა. Huang-იც და AMD-ის ტექნიკური დირექტორი და Mark Papermaster-იც აღიარებენ ხელოვნური ინტელექტის უპირატესობებს უფრო სწრაფი გამოთვლებსა და ჩიპების მარტივ შემუშავებაში. AMD-მ უკვე დაიწყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ნახევრდგამტარი კომპონენტების შექმნაში, ტესტირებასა და გადამოწმებაში და გეგმავს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გაფართოებას ჩიპების დაპროექტების სფეროში. 

ამჟამად კომპანიები აქტიურად იკვლევენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების შერწყმის შესაძლებლობებს ელექტრონული პროექტირების ავტომატიზაციის (EDA) ინსტრუმენტებთან რთული ამოცანების გამარტივებისა და ჩიპების დიზაინში ხელით ჩარევის შესამცირებლად. მონაცემთა შეზღუდულობისა და სიზუსტის პრობლემების მიუხედავად EDA+AI მიდგომას დიდი პერსპექტივები აქვს. მაგალითად, კომპანია Synopsys-მა მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების კვლევაში და ცოტა ხნის წინ გამოუშვა Synopsys.ai - ხელოვნური ინტელექტით მართვადი, ინდუსტრიაში პირველი კომპლექსური გადაწყვეტილება EDA-სთვის. ეს გადაწყვეტილება დეველოპერებს საშუალებას აძლევს ხელოვნური ინტელექტი გამოიყენონ მიკროსქემების შემუშავების ყველა ეტაპზე - სისტემური არქიტექტურიდან და დაპროექტებიდან დაწყებული - წარმოებით დამთავრებული, რაც მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს მიკროსქემების დაპროექტების სამუშაო პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებისთვის. 

 ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ჩიპების დაპროექტების პროცესებში - მხარდაჭერილი ენობრივი მოდელებისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მიღწევებით - მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გვპირდება ეფექტურობსა და სიზუსტის თვალსაზრისით. გარკვეული შეზღუდვებისა და გამოწვევების მიუხედავად ხელოვნური ინტელექტის შერწყმა პროექტირების ავტომატიზაციის (EDA) ინსტრუმენტებთან გვთავაზობს რთული ამოცანების გამარტივებას და ხელით ჩარევის მინიმუმამდე შემცირებას. შესაბამისად, ჩიპების შემუშავების სფეროში ხელოვნური ინტელექტის წამყვანი პოზიცია, როგორც ლიზა სუმ ივარაუდა, დღითიდღე ახლოვდება. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.