Jump to content

Apple ამზადებს 32-დუიმიან iMac-ს


Magdalena

Recommended Posts

უახლესი ინფორმაციით კომპანია Apple მუშაობს ახალ მონობლოკ iMac-ზე, რომელსაც 32-დუიმიანი დისპლეი ექნება. თუმცა პოტენციურ მომხმარებლებს მოცდა მოუწევთ - ახალი მოდელის პრემიერა 2024 წლის ბოლოს შედგება. 

image.jpeg 

აქტუალური iMac-ის ერთ-ერთი ვარიანტი. წყარო: Carl Heyerdahl/unsplash.com 

Bloomberg-ის ცნობილი ჟურნალისტი მარკ გურმანი აცხადებს, რომ ტექნოლოგიური გიგანტი დიდი iMac-ის შემუშავების ადრეულ სტადიაზეა. მისივე თქმით, ახალი მოწყობილობა წელს არ იქნება წარმოდგენილი. 

დიდი დისპლეის მქონე iMac-ის შემუშავების შესახებ ცნობები ამ დრომდეც ვრცელდებოდა, თუმცა წყაროებს არ გაუზიარებიათ ინფორმაცია 32-დუიმიანი მოდელის გამოშვებასთან დაკავშირებით. ივნისის ბოლოს გურმანმა განაცხადა, რომ Apple, სავარაუდოდ, მუშაობდა 30-დუიმზე დიდი ეკრანის მქონე ვარიანტზე, თუმცა ზუსტ ზომებზე ცნობები ხელმისაწვდომი არ იყო. 

მოსალოდნელია, რომ 32-დუიმიანი მოდელი მოთხოვნადი იქნება სპეციფიკური სამიზნე აუდიტორიისთვის, რომელსაც დიდი დისპლეები სჭირდებათ. როგორც წესი, დიდი ეკრანები მეტად ფასდება ფოტო- და ვიდეომასალების რედაქტირების ინდუსტრიაში, აგრეთვე პროფესიონალებს შორის, რომლებიც ერთ ეკრანზე ერთდროულად რამდენიმე ფანჯრის გახსნას საჭიროებენ. 

32-დუიმიანი დისპლეი გამორიცხავს კომპიუტერთან რამდენიმე მონიტორის ერთდროულად დაკავშირების აუცილებლობას - ამის ნაცვლად მომხმარებელს შეუძლია ინფორმაციის კონსოლიდაცია ერთი მოწყობილობის ეკრანზე. 

გურმანმა ასევე განაცხადა, რომ Apple მუშაობს 24-დუიმიანი iMac-ის ახალ ვერსიაზეც. ამ მოდელს ექნება M3 ჩიპსეტი. როგორც მოსალოდნელია, მონობლოკის წარდგენა შედგება მომდევნო წლის დასაწყისში და იგი იქნება კომპანიის ერთ-ერთი პირველი მოწყობილობა ახალი პლატფორმის ბაზაზე. ბაზარზე უკვე არსებული 24-დუიმიანი iMac გაყიდვაში უკვე ორი წელია არსებობს და აგებულია M1 ჩიპზე - ამ სერიის განახლება უკვე დიდი ხანია საჭიროა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.