Magdalena Posted July 11, 2023 Share Posted July 11, 2023 2023 წლის მეორე კვარტალში კრიპტო ინდუსტრიაზე ჰაკერების თავდასხმების და თაღლითური ინციდენტების რაოდენობა იყო 81. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია კომპანია Immunefi-ს ანგარიშში. დაახლოებით 265 მლნ აშშ დოლარი დაიკარგა გასული სამი თვის განმავლობაში: 220 მლნ აშშ დოლარი - ჰაკერების გამო, 45 მილიონი - სხვა ინციდენტების გამო. ეს მიუთითებს ზარალის 60.4%-ით შემცირებაზე 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, აღნიშნეს დოკუმენტის ავტორებმა. ყველაზე მეტად დაზარალდა საფულე Atomic Wallet. მისი გატეხვის შედეგად ჰაკერებმა მოიპარეს 100 მლნ აშშ დოლარი. ანალიტიკოსებმა ცალკე აღნიშნეს პროექტ Fintoch-ის 31.6 მლნ აშშ დოლარის exit-სკამი. წყარო: Immunefi. BNB Chain-სა და Ethereum-თან დაკავშირებულმა შეტევებმა შეადგინეს ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 44.4% და 32.1%, შესაბამისად. DeFi პროექტებმა დაკარგეს 228.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ცენტრალიზებულმა პლატფორმებმა ბევრად ნაკლები - 37 მლნ აშშ დოლარი. მოპარული 265 მლნ აშშ დოლარიდან მხოლოდ 10 მლნ აშშ დოლარი იქნა უკან დაბრუნებული. წყარო: Immunefi. „რადგან ჰაკერები აგრძელებენ თავიანთი მავნე საქმიანობის გაფართოებას და უფრო დახვეწილ მეთოდებს იყენებენ, მომხმარებლებმა ყურადღებით უნდა შეაფასონ პროექტები“, - განაცხადა Immunefi-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიტჩელ ამადორმა. 2023 წლის პირველ სამ თვეში ბლოკჩეინ-პროექტებმა 320 მლნ აშშ დოლარზე მეტი დაკარგეს. Beosin-ის ექსპერტებმა კრიპტო ინდუსტრიის ზარალი ჰაკერებისა და თაღლითობისგან წლის პირველ ნახევარში 655.6 მლნ აშშ დოლარად შეაფასეს. https://tinyurl.com/3es57znn Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.