Jump to content

საჯარო ქლაუდ სერვისების მსოფლიო ბაზრის მოცულობამ 2022 წლის შეჯამებით 500 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა


Recommended Posts

IDC-მ გამოაქვეყნა 2022 წლის საჯარო ქლაუდ სერვისების გლობალური ბაზრის კვლევის შედეგები. ინდუსტრია აგრძელებს სწრაფ ზრდას: დანახარჯებმა, შეფასების მიხედვით, ნახევარ ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

გათვალისწინებულია ხარჯები IaaS, PaaS, SaaS და SaaS-SIS (SaaS სისტემური ინფრასტრუქტურების სფეროში) სეგმენტებში. მთლიანმა ხარჯებმა 545.8 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 22.9%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით, როდესაც დაფიქსირებული იყო 444.2 მლრდ აშშ დოლარი. 

გლობალური საჯარო ღრუბლოვანი ბაზრის ყველაზე დიდი არეალია SaaS სერვისები, რომელმაც 2022 წელს 246.3 მლრდ აშშ დოლარი მოიტანა, მთლიან ხარჯებში 45.1% წილით. მეორე ადგილზეა IaaS სერვისები 115.5 მლრდ აშშ დოლარით და ინდუსტრიის 21.2%-იანი წილით. შემდეგ მოდის PaaS პლატფორმები - 92.6 მლრდ აშშ დოლარით და 17.0%-ით, ასევე SaaS-SIS სისტემები - 91.4 მლრდ აშშ დოლარით და გლობალური ბაზრის 16.7% მაჩვენებლით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: IDC 

ტოპ ხუთი საჯარო ქლაუდ პროვაიდერი- Microsoft, Amazon Web Services (AWS), Salesforce, Google და Oracle - უზრუნველყოფს ინდუსტრიის შემოსავლის 41%-ზე მეტს. უფრო მეტიც, ამ კომპანიებმა შეძლეს წლიურად 27.3%-ით გაეზარდათ თანხების შემოდინება. 

მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი საჯარო ქლაუდ ბაზარი გაიზარდა 22.9%-ით 2022 წელს, შემოსავალი ძირითადი ქლაუდ სერვისებიდან, რომლებითან მხრდაჭერილია ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიები, გაიზარდა 28.8%-ით. ეს ხაზს უსვამს ორგანიზაციების მზარდ დამოკიდებულებას ქლაუდ ინფრასტრუქტურაზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.