Jump to content

Google-ის სამედიცინო AI ჩატ-ბოტი უკვე იტესტება საავადმყოფოებში


Magdalena

Recommended Posts

Google-ის ს სამედიცინო ხელონური ინტელექტის ჩატ-ბოტი Med-PaLM 2 ტესტირებას გადის Mayo-ს კლინიკასა და აშშ-ის სხვა სამედიცინო დაწესებულებებში. ეს ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია სამედიცინო სფეროს კითხვებზე პასუხის გასაცემად, შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს სამედიცინო სერვისებზე შეზღუდული წვდომის მქონე ქვეყნებში. სიზუსტის გარკვეული პრობლემების მიუხედავად Med-PaLM 2 დამაიმედებელ შედეგებს აფიქსირებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Userba011d64_201 / pixabay.com 

პრილიდან მოყოლებული ჩატ-ბოტი ტესტირებას გადის. Med-PaLM 2- ეს არის PaLM 2-ის მოდიფიცირებული ვერსია, რომელიც დაანონსდა Google I/O-ზე მიმდინარე წლის მაისში. PaLM 2 ენის მოდელი, რომელიც საფუძვლად უდევს Google Bard-ს. 

The Wall Street Journal იტყობინება, რომ წყაროს მიერ განხილული შიდა კომუნიკაციების თანახმად Google თვლის, რომ განახლებული მოდელი შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს იმ ქვეყნებში, სადაც "სამედიცინო სერვისებზე შეზღუდული წვდომაა". Med-PaLM 2-ს ტრენინგი ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტების მიერ შექმნილი და მოწოდებული მაგალითების ან საგულდაგულოდ კურირებულ კომპლექტების დემონსტრაცის საფუძველზე, რაც Google-ის თქმით მას უფრო ეფექტურს ხდის პაციენტების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ დიალოგებში, ვიდრე ჩვეულებრივი ხელოვნური ინტელექტის ჩატ-ბოტები, როგორებიცაა Bard, Bing და ChatGPT. 

WSJ-ს ასევე მოჰყავს Google-ის მიერ მაისში გამოქვეყნებული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ Med-PaLM 2 ჯერ კიდევ აწყდება სიზუსტის გარკვეულ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა დეველოპერებმა უკვე ისწავლეს მსხვილ ენობრივ მოდელებში. კვლევის დროს ექიმებმა აღმოაჩინეს უფრო მეტი უზუსტობა და შეუსაბამო ინფორმაცია Google Med-PaLM-ისა და Med-PaLM 2-ის მიერ მოწოდებულ პასუხებში, ვიდრე სხვა ექიმების პასუხებში. 

თუმცა, თითქმის ყველა სხვა მაჩვენებლის მხრივ, როგორიცაა არგუმენტებით მსჯელობა, კონსენსუსით მხარდაჭერილი პასუხები ან არასწორი გაგების მტკიცების ნაკლებობა, Med-PaLM 2 აჩვენებდა რეალური ექიმების მსგავს შედეგებს. WSJ წერს, რომ მომხმარებლები, რომლებიც ტესტავენ Med-PaLM 2-ს, გააკონტროლებენ თავიანთ სამედიცინო მონაცემებს, რომლებიც დაშიფრული იქნება და Google-საც კი არ ექნება მასზე წვდომა. 

Google-ის კვლევების უფროს დირექტორ გრეგ კორადოს (Greg Corrado) თქმით Med-PaLM 2 ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. კორადომ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ სურდა, რომ ის გახდეს მისი ოჯახის „სამედიცინო მოგზაურობის“ ნაწილი, რომელიც მოიცავს ყველაფერს ექიმთან პირველი ვიზიტით დაწყებული - დიაგნოზის დასმიდან მკურნალობამდე, რეაბილიტაციამდე და შემდგომ დაკვირვებამდე, მას სჯერა, რომ Med-PaLM 2 „ათჯერ მეტად გააფართოვებს პოტენციალს ჯანდაცვაში“. 

შეიძლება ითქვას, რომ Google-ის სამედიცინო ხელოვნური ინტელექტის ჩატ-ბოტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჯანდაცვის სფეროში. კვლევებში გამოვლენილი გარკვეული სიზუსტის პრობლემების მიუხედავად საერთო შედეგები აფიქსირებს, რომ ეს ინსტრუმენტი შეიძლება იყოს ეფექტური, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა შეზღუდულია. თუმცა, როგორც Google-ის კვლევის უფროსმა დირექტორმა ხაზგასმით აღნიშნა, Med-PaLM 2 ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა და ამიტომ მნიშვნელოვანია უახლესი ხელოვნური ინტელექტის ტესტირების გაგრძელება დიაგნოზების მეტი სიზუსტისთვის და, შესაბამისად, პაციენტის უსაფრთხოებისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.