Jump to content

Blue Origin შექმნის რაკეტების გაშვების საერთაშორისო კომპლექსს და გაზრდის კონკურენციას SpaceX-თან


Recommended Posts

კოსმოსური კომპანია Blue Origin, რომელიც Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის, ეძებს პლატფორმას საერთაშორისო გამშვები კომპლექსის მშენებლობისთვის, რათა კონკურენცია გაუწიოს ილონ მასკის SpaceX-ს. კომპანია მიზნად ისახავს დააჩქაროს თავისი სერვისების მასშტაბირება, როგორიცაა კოსმოსური ფრენები და სარაკეტო ძრავების წარმოება, და ეძებს ახალ პარტნიორებს და შენაძენებს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Blue Origin 

„ჩვენ ვეძებთ ყველაფერს, რისი შეძენა  და გაკეთება შეგვიძლია, რათა გავაფართოვოთ მასშტაბები და უკეთ მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს“, - განაცხადა Blue Origin-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ სმიტმა კომპანიის ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით. თუმცა, მისივე თქმით, ახალი საფრენი პლატფორმის ადგილის ძებნა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და ადგილი დადგენილი არ არის. 

მისი კომენტარები ასახავს უფრო მტკიცე პოზიციას ბეზოსის მიერ 2000 წელს დაარსებულ ბიზნესთან მიმართებაში. Blue Origin იყო კომპანია, რომელმაც პირველმა წარმატებით გაუშვა, უკან დააბრუნა და ხელმეორედ გამოიყენა რაკეტა, თუმცა მისი გამშვები დანადგარის შემუშავების შეფერხების გამო კომპანია უკან ჩამოიტოვა SpaceX-მა, რომელმაც უკვე განახორციელა რამდენიმე წარმატებული პილოტირებული და უპილოტო ფრენა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ. 

image.jpeg 

ნალიტიკოსები თქმით სამომავლო შენაძენები და პრტნიორული ურთიერთობები სამომავლო ასაფრენ პლატფორმასა და ტეხასსა და ფლორიდაში არსებულ ობიექტებთან ერთად Blue Origin-ს ხელიდან გაშვებულის დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს. და Blue Origin-ის გაფართოება ევროპაში, რომელიც ცნობილია კოსმოსური სფეროს პროფესიონალების საკმაოდ ფართო სიით, შეიძლება დაეხმაროს მას ახალი ნიჭის პოვნაში კვალიფიციური ნიჭის მკაცრი კონკურენციის პირობებში. 

image.jpeg 

Blue Origin-ის უახლესი შესყიდვები აჩვენებს კომპანიის სტრატეგიის ცვლილებას. მაგალითად, გასულ წელს Blue Origin-მა იყიდა Honeybee Robotics, კოსმოსური რობოტიზებული სისტემების კომპანია. Blue Origin-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც Honeywell Aerospace-დან 2017 წელს გადმოვიდა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად აფართოებს კომპანიას და მისი მიზანია "კვლევითი ორგანიზაციიდან ბიზნესად გარდაქმნა". გარდა რაკეტებისა და სარაკეტო ძრავების შემუშავებისა, კომპანია ხელმძღვანელობს კონსორციუმს კომერციული კოსმოსური სადგურის მშენებლობისთვის. NASA-მ გასულ თვეში 3.4 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა მთვარეზე საცხოვრებელი მოდულის მშნებელობისთვის. 

image.jpeg 

სმიტმა განაცხადა, რომ ბეზოსის მიერ არანაკლებ 1 მლრდ აშშ დოლარით დაფინანსებულ კომპანიას „ასობით მილიონი დოლარის შეოსავალი და მილიარდობით დოლარის შეკვეთები აქვს“. მან აღიარა, რომ საჭიროა ბიზნესის მოქმედებაში დაჩქარდეს პროგრესი მომხმარებელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. Amazon-ის ფართოზოლოვანი საკომუნიკაციო თანავარსკვლავედი Project Kuiper გეგმავს გამოიყენოს Blue Origin-ის ახალი მძიმე ამწევი ორბიტალური რაკეტა New Glenn მინიმუმ 12 გაშვებისთვის ხუთი წლის განმავლობაში. რაკეტა პირველ ფრენას სავარაუდოდ 2024 წელს შეასრულებს. 

image.jpeg 

Blue Origin იძულებულია იმოქმედოს სწრაფად, რადგან SpaceX გიგანტურ რაკეტა Starship-ის ახალ ფრენას გეგმავს. პირველი მცდელობა მარცხით დასრულდა, მოწყობილობა ფრენის მეოთხე წუთზე აფეთქდა. მაგრამ როდესაც 100-ტონიანი Starship მასობრივ წარმოებაში შევა, გაშვების სერვისების ღირებულება შეიძლება მკვეთრად შემცირდეს. სმიტი ამბობს, რომ მას არ აწუხებს Starship-თან კონკურენცია. ”ჩვენ გვაქვს შეკვეთების კარგი პორტფელი და შეგვიძლია გავაგრძელოთ მისი გაფართოება,” - განაცხადა მან. 

image.jpeg 

Blue Origin-მა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიიღო შემოსავალი New Shepard-ის სუბორბიტალური რაკეტისგან, რომელმაც შეასრულა 23 ფრენა, წაიყვანა 31 მონაწილე კარმანის ხაზის ზემოთ (დედამიწის ატმოსფეროსა და სივრცეს შორის პირობითი საზღვარი, ზღვის დონიდან 100 კილომეტრი). 

თუმცა ფრენები შეწყდა გასული წლის სექტემბერში წარუმატებელი უპილოტო მისიის შემდეგ. სავარაუდოდ, New Shepard  უპილოტო ფრენებს უახლოეს კვირებში დაუბრუნდება. ეკიპაჟის მონაწილეობით ფრენები შეიძლება განხორციელდეს წარმატებული უპილოტო გაშვებიდან დაახლოებით ექვსი კვირის შემდეგ, განაცხადა სმიტმა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.