Magdalena Posted July 3, 2023 Share Posted July 3, 2023 რესურს TechRadar-ის ინფორმაციით ევროპულმა საცალო მოვაჭრეებმა დაიწყეს შეკვეთების მიღება x86 არქიტექტურის მსოფლიოში უმძლავრეს პროცესორზე - ეს არის Bergamo თაობის ჩიპი AMD EPYC 9754, რომლის ოფიციალური წარდგენა ორი კვირის წინ შედგა. ჩიპს აქვს 128 გამომთვლელი ბირთვი ინსტრუქციის ერთდროულად 256 ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 2.25 გჰც-ს, მაქსიმალური სიხშირე ტურბო-რეჟიმში - 3.1 გჰც-ს. შესაძლებელია 6 ტბ-მდე DDR5 ოპერატიული მეხსიერების გამოყენება. მხარდაჭერილია PCIe 5.0, TDP-ის დონე 360 ვატს შეადგენს. ფოტოს წყარო: AMD ცნობილია, რომ საცალო მოვაჭრეებმა ნიდერლანდებში, ფინეთში, პოლონეთში, შვედეთში, დანიაში, ბელგიასა და საფრანგეთში დაიწყეს შეკვეთების მიღება EPYC 9754 პროცესორზე კოდით 100-000001234. საუბარია OEM ვერსიაზე, რომელიც განკუთვნილია დიდი რაოდენობით გადაზიდვებისთვის. ჩიპის ფასი 9500-დან 11200 აშშ დოლარამდე მერყეობს. თუმცა, ონლაინ გამყიდველების უმეტესობას ამჟამად ჩიპზე მითითებული აქვთ, რომ „ამოწურულია მარაგიდან“. ინტერნეტში ასევე გამოჩნდა ტესტის შედეგები, რომლებიც ადასტურებს EPYC 9754-ის უმაღლეს წარმადობას. მაგალითად, V-Ray 5 ბენჩმარკის თანახმად ერთი ასეთი პროცესორი უფრო სწრაფია, ვიდრე ორი Intel Xeon Platinum 8490H (Sapphire Rapids) ჩიპი 60 ბირთვით. ხოლო SPEC CPU 2017 ტესტში სისტემამ ორი EPYC 9754 პროცესორით უკეთესი შედეგი დააფიქსირა ოთხპროცესორიან სერვერს Xeon Platinum 8490H-თან შედარებით დაბალი ენერგომოხმარების პირობებში. https://tinyurl.com/e6vbphtb Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
bloodred Posted July 3, 2023 Share Posted July 3, 2023 სასტიკი რამეა მაგრამ ჩვენ არაფერში გვჭირდება Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.