Jump to content

Virgin Galactic-მა წარმატებით შეასრულა პირველი კომერციული სუბორბიტალური ფრენა - კომპანიის აქციების ფასი 11%-ით შემცირდა


Recommended Posts

მილიარდერ Richard Branson-ის კომპანია Virgin Galactic-მა განახორციელა მისია Galactic 01, რომლის ფარგლებში შედგა კომპანიის პირველი კომერციული სუბორბიტალური ფრენა. Galactic 01 მისია კვლევით ხასიათს ატარებდა და განხორციელდა იტალიის საჰაერო ძალების და იტალიის ეროვნული კვლევითი საბჭოს ინტერესებიდან გამომდინარე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SpaceNews/Jeff Foust 

ორფიუზელაჟიანი თვითმფრინავი SpaceShipTwo კოსმომფრენ VSS Unity-სთან ერთად აფრინდა პლატფორმა  „ამერიკა“-დან, ნიუ-მექსიკოდან ადგილობრივი დროით 10:30 საათზე. დაახლოებით 11:29 საათზე კოსმომფრენი გამოეყო თვითმფრინავს და გააგრძელა სიმაღლის განვითარება საკუთარი ჰიბრიდული სარაკეტო ძრავის ხარჯზე. მან მიაღწია 85.1 კმ სიმაღლეს დედამიწიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაკვეთა აშშ-ის კოსმოსის საზღვარი, შემდეგ კი დაიწყო უკან დაფრენა და დაეშვა დასაფრენ პლატფორმაზე. 

ფრენაში რვა ადამიანი მონაწილეობდა: თვითმფრინავის ორი პილოტი, ასევე კოსმოსური ხომალდის ორი პილოტი და ეკიპაჟის ოთხი წევრი, მათ შორის იტალიის საჰაერო ძალების ორი თანამშრომელი. არსებული მონაცემებით მიმდინარე ფრენის ფარგლებში 13 სამეცნიერო ექსპერიმენტი უნდა განხორციელებულიყო, მათ შორის ადამიანის სხეულზე მიკროგრავიტაციის ზემოქმედების შესწავლა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Virgin Galactic 

რიჩარდ ბრენსონმა 2004 წლის სექტემბერში გამოაცხადა კომერციული სუბორბიტალური ფრენების განხორციელების გეგმები. კომპანიას რეგულარული კომერციული ფრენები 2007 წელს უნდა დაეწყო, თუმცა გადამყვანი თვითმფრინავისა და კოსმომფრენის შექმნას ბევრად მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე თავდაპირველად მიიჩნეოდა. გარდა ამისა, 2014 წელს საცდელი ფრენის დროს კომპანიამ დაკარგა კოსმოსური ხომალდი, რომელიც ჩამოვარდა სისტემის გაუმართაობის შედეგად. 2021 წელს კომპანიამ ჩაატარა საცდელი ფრენა ბრენსონისა და Virgin Galactic-ის რამდენიმე თანამშრომლის მონაწილეობით, რის შემდეგაც დაიწყო თვითმფრინავისა და კოსმოსური ხომალდის ტექნიკური ფაზა, რის გამოც კომერციული ფრენები კვლავ გადაიდო. შესაბამისად, პირველი კომერციული რეისი მხოლოდ ახლა შედგა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Virgin Galactic 

ღსანიშნავია, რომ მისია Galactic 01-ის დასრულებისთანავე კომპანია Virgin Galactic-ის აქციების ფასი 11%-ზე მეტით შემცირდა. თითო აქციის ფასი ჩამოვიდა 4.21 აშშ-დოლარამდე, რაც 0.53 აშშ დოლარით ნაკლებია წინა დღესთან შედარებით. კომერციული ფრენების დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია Virgin Galactic-ისთვის, რადგან წარმატების შემთხვევაში აქვს ყველა შანსი - რეგულარულად მოაწყოს ფრენები, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს გამოიმუშა შემოსავალი. კომპანიის ინფორმაციით 800-მდე მომხმარებელმა უკვე დაჯავშნა ადგილი სუბორბიტალურ ფრენებში მონაწილეობისთვის მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ადგილი ღირს 250000-დან 45000 აშშ დოლარამდე. მომავალში კომპანია გეგმავს შექმნას კოსმოსური ხომალდების დიდი ფლოტი ყოველწლიურად 400-მდე ფრენის უზრუნველყოფისთვის.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.