Jump to content

Microsoft-მა აღიარა, რომ Xbox-მა „კონსოლების ომი“ წააგო


Magdalena

Recommended Posts

ჩატარდა Microsoft-სა და აშშ-ის სავაჭრო ფედერალურ კომისიას (FTC) შორის სასამართლო პროცესის პირველი დღე IT გიგანტის მიერ Activision Blizzard-ის უპრეცედენტო 69 მლრდ აშშ დოლარად შეძენის შესახებ. მოსმენის დროს გამოქვეყნებულ დოკუმენტებში Microsoft-მა განაცხადა, რომ Xbox-მა ოფიციალურად „წააგო კონსოლების ომი“. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Albie Patacsil/unsplash.com 

Microsoft-ის მიერ შეტანილი დოკუმენტის ერთ-ერთი ნაწილის მიხედვით 2001 წლიდან, როდესაც კომპანია გეიმინგ კონსოლების ბაზარზე ორიგინალი Xbox-ით შემოვიდა, იგი ჩამორჩებოდა Sony-სა და Nintendo-ს და მას შემდეგ რეგულარულად კარგავს პოზიციებს. 

გაყიდვების მოცულობით Xbox მესამე ადგილზეა PlayStation-სა და Nintendo-ს შემდეგ. კერძოდ, 2021 წელს Xbox-ზე მოდიოდა გაყიდვების მხოლოდ 16%, დანარჩენი განაწილდა Sony-სა და Nintendo-ს პროდუქტებს შორის, თუმცა ზუსტი ციფრები საზოგადოებისთვის არ ზიარდება. რაც შეეხება კონსოლების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლისა და მოხმარებაში არსებული კონსოლების წილს - ბოლო შემთხვევაში Xbox-ზე მოდის 21%. 

როგორც Microsoft ამტკიცებს, კომპანია ფსონს საკუთარ სტრატეგიაზე დებს - უპირატესობას ანიჭებს თამაშების და არა კონსოლების გაყიდვას. იგი ფაქტობრივად ზარალზე ყიდის კონსოლებს და ამ ზარალს თამაშებითა და გეიმინგ აქსესუარებით აკომპენსირებს. 

ყვეა არგუმენტი Microsoft-ის თავდაცვის სტრატეგიის ნაწილია FTC-ის წინააღმდეგ, რომელიც აპირებს მინიმუმ შეაჩეროს Microsoft-ის მიერ Activision-ის შესყიდვის პროცესი წინასწარი შეთანხმების მიღებით, რასაც კომპანია სასამართლოში ებრძვის. თუ აკრძალვა ძალაში შევა, ეს ხელს შეუშლის გარიგების დახურვას მტკიცებულებათა მოსმენის დაწყებამდე ( 2 აგვისტო), თუმცა გარიგების პირობებით იგი რეალურად ჯერ კიდევ 18 ივლისს უნდა დახურულიყო. ამის გამო მხარეებს შესაძლოა ხელახლა მოლაპარაკება მოუწიოთ შესყიდვის პირობებზე.  

FTC აპირებს შეაეროს შერწყმა და განმარტებისთვის მოჰყავს პროტესტი, რომ იგი Microsoft-ს საშუალებას მისცემს დომინირებდეს ბაზარზე პოპულარული ფრენჩაიზ Call of Duty-შეთავაზებით ექსკლუზიურად Xbox-სა და PC-ზე. ამ შესალებლობის ალბათობაზე ასევე ჩიოდა Sony, თუმცა Microsoft-მა უარყო ეს შესაძლებლობა. თავის მხრივ კომპანია ჩიოდა, რომ კონსოლების ბაზრის მცირე წილმა აუცილებელი გახადა Activision-ის ყიდვა, რათა IT გიგანტის გეიმინგ ბიზნესი გახდეს უფრო წარმატებული კონკურენტების სრულფასოვანი მოწინაღმდეგე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.