Jump to content

Google ამზადებს Chromebook X-ს - ბრენდი ფლაგმანური ლეპტოპებისთვის Chrome OS-ზე


Magdalena

Recommended Posts

უკვე დიდი ხანია კომპანია Google ცდილობს მომხმარებლები დაარწმუნოს შეიძინონ არა მხოლოდ დიდი რაოდენობი Chromebook-ები, არამედ ამ კლასის უფრო ძვირადღირებული მოდელები მაღალი წარმადობის კომპონენტებით. არ არის გამორიცხული, რომ მალე ასეთი მოწყობილობები გამოვიდეს სავაჭრო ნიშნით Chromebook X. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: dawnfu/pixabay.com 

2022 წელს კომპანია თანამშრომლობდა კომპიუტერების მწარმოებლებთან, რომელთა შორისაა Lenovo, Acer და ASUS, მაღალი წარმადობის Chromebook-ების წარმოებისთვის, რომლებიც თავსებადი იქნებოდა ისეთ სტრიმინგ-სერვისებთან, როგორებიცაა Microsoft Xbox Cloud Gaming და NVIDIA GeForce Now. პორტალი 9to5Google აცხადებს, რომ Google ამჟამად ამზადებს Chromebook X-ს, როგორც Chromebook-ის ცალკეულ ქვესერიას. ადრე ასეთ მოდელებს ეწოდებოდა  Plus და Premium. არ არის გამორიცხული, რომ დასახელება პრემიერამდე შეიცვალოს. 

მოხსენებაში ნათქვამია, რომ Chromebook X უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს. კერძოდ, მათ უნდა ჰქონდეს განსაზღვრული პროცესორები AMD Zen 2+ და Zen 3 არქიტექტურის მქონე მოდელების ჩათვლით (უნდა აღინიშნოს, რომ წყაროს აღწერაში სავარაუდოდ შეცდომაა, რადგან Zen 2+ არქიტექტურა არ არსებობს), აგრეთვე მე-12 თაობის Intel Core ჩიპები. მომავალში შესაძლოა გამოყენებული იქნას ახალი პროცესორები. ახალი სერიის დამატებითი მოთხოვნები იქნება გაზრდილი ოპერატიული მეხსიერება (ჩვეულებრივ, Chromebook-ებში ოპერატიული მეხსიერების მოცულობა მცირეა) და მაღალი ხარისხის ვებ-კამერები ვიდეო კონფერენციებისთვის. 

გამორიცხული არ არის, რომ Chromebook X-მა მიიღოს პროგრამული ფუნქციები, რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი ჩვეულებრივ Chromebook-ებში. მაგალითად, ზოგიერთი პროგრამული უზრუნველყოფა მხარს დაუჭერს აპლიკაციებში სუბტიტრების შექმნას რეალურ დროში კომუნიკაციისთვის, შესაძლებელი იქნება ფონის დაბინდვა ვიდეო კონფერენციების დროს, უზრუნველყოფილი იქნება ფაილებზე წვდომა Google Drive-დან ოფლაინ-რეჟიმში, ასევე გამოჩნდება სხვა შესაძლებლობები. 

გავრცელებული ინფორმაციით Chromebook X-ის ბრენდის პირველი Chrome OS ლეპტოპები გამოჩნდება 2023 წლის ბოლომდე, სავარაუდოდ შემოდგომა-ზამთრის არდადეგების სეზონზე. ამავე დროს, მიიჩნევა, რომ თავად Google არ გამოუშვებს ამ სერიის მოდელებს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ამას გააკეთებენ Lenovo, ASUS და კომპანიის სხვა პარტნიორები. 

მოგეხსენებათ, Chromebook-ების სამიზნე აუდიტორია შედარებით იაფი ბიუჯეტის მქონე მომხმარებლები არიან, ასე რომ უცნობია, როგორ განახორციელებს გაუმჯობესებული ფუნქციების მქონე Google Chromebook X-ის პოპულარიზაციას, რაც ნამდვილად დაჯდება ჩვეულებრივზე მეტი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.