Jump to content

NVIDIA-ს ერთი ნაბიჯი აშორებს გახდეს ჩიპების უმსხვილესი მწარმოებელი


Recommended Posts

TrendForce-ის ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ ნახევრადგამტარი კომპონენტების ათმა უმსხვილესმა მწარმოებელმა პირველ კვარტალში შეძლეს ჯამური შემოსავლის 0.1%-ით გაზრდა 33.86 მლრდ აშშ დოლარამდე. ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი მოთხოვნის სეზონური კლების შედეგად კომპანიები ვერ გათავისუფლდნენ სასაწყობე ჭარბი მარაგებისგან და მოთხოვნა დაბალ დონეზე შენარჩუნდა. ამასთან,  NVIDIA-ს შემოსავალი გაიზარდა 13.5%-ით და მიუახლოვდა Broadcom-ს, რომელიც რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

გეიმინგ სეგმენტში 20%-ით და სერვერების სეგმენტში 10%-ით შემოსავლის ზრდამ NVIDIA-ს საშუალება მისცა წილი გაემყარებინა მსოფლიო ლიდერების ათეულში 17.5-დან 19.9%-მდე, ხოლო Broadcom-ის წილი 0.6%-ით შემცირდა 20.4%-მდე შემოსავლების 2.7%-ით თანმიმდევრული შემცირების გამო. TrendForce-ის თანახმად კომპანიის შემოსავალი შემცირდა სასერვერო შენახვის სისტემებზე მოთხოვნის კლებისა და უსადენო კომპონენტების სეგმენტის სეზონური კლების გამო. 

ნახევრადგამტარი კომპონენტების უმსხვილეს მწარმოებლებს შორის შემოსავლის სიდიდით ლიდერად რჩება Qualcomm, რომელმაც პირველი კვარტალი 7.942 მლრდ აშშ დოლარიანი შემოსავლით დაასრულა: დააფიქსირა 0.6%-იანი ზრდა და გაიმყარა 23.5%-იანი წილი. სმარტფონების მიმართულებით Qualcomm-ის შემოსავალი პირველ კვარტალში გაიზარდა 6.1%-ით. შედარებისთვის, კონკურენტი MediaTek-ის შემოსავალი სმარტფონების მიმართულებიდან 20%-ით შემცირდა, ენერგეტიკული ელექტრონიკის სეგმენტში - 13%-ით, რამაც გამოიწვია კომპანიის ჯამური შემოსავლის 8.8%-ით შემცირება და ლიდერების ათეულში მისი წილის ვარდნა 10.9-დან 9.3%-მდე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: TrendForce 

კომპანია AMD-მ კვარტალი დაასრულა რეიტინგში მეოთხე ადგილით, თუმცა მისი შემოსავალი შემცირდა 21.8%-ით მონაცემთა დამუშავების ცენტრების სეგმენტში და 18.2%-ით - სამმხმარებლო სექტორში. ჩასაშენებელი და გეიმინგ გადაწყვეტილებების სეგმენტში შემოსავლის ზრდამ ვერ დააკომპენსირა ხსენებული ტრენდი სრულად, შედეგად AMD-ის ჯამური შემოსავალი პირველ კვარტალში შემცირდა 4.4%-ით 5.35 მლრდ აშშ დოლარამდე. კომპანიის საბაზრო წილი შემცირდა 16.5-დან 15.8%-მდე. 

მეორე კვარტალში პროდუქციის სასაწყობე მარაგები უფრო ჯანსაღ პირობებში უნდა იყოს გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მიიჩნევენ TrendForce-ის ექსპერტები. ხელოვნური ინტელექტის სისტემების კომპონენტებზე მძლავრმა მოთხოვნამ ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალშივე შეუწყოს ხელი NVIDIA-ს მიერ პირველი ადგილი დაკავებას ჩიპების მწარმოებლების ათეულში შემოსავლების მხრივ. თანამდევი პროდუქციის მომწოდებლებიც სარგებელს ნახავენ ამ ტენდენციიდან. არსობრივად, სწორედ NVIDIA გახდა ლიდერი შემოსავლების ზრდის ტემპის თვალსაზრისით პირველ კვარტალში მსოფლიოში ჩიპების ათ უმსხვილეს მწარმოებელს შორის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.