Jump to content

არაოფიციალურად: Samsung Galaxy Unpacked 2023-ზე შედგება არა მხოლოდ დასაკეცი Fold 5-ისა და Flip 5-ის, არამედ პლანშეტის, საათისა და ყურსასმენის დებიუტი


Recommended Posts

მომდევნო თვეში სამხრეთ კორეაში გაიმართება ღონისძიება Samsung Galaxy Unpacked 2023. მისი პროგრამა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პრეს-რენდერების მიხედვით შესაძლებელია ვარაუდი, რომ კომპანია გეგმავს პრეზენტაციის დამსწრეებს და ონლაინ-ტრანსლაციის მაყურებლებს წარუდგინოს არა მხოლოდ დასაკეცი სმარტფონები Galaxy Z Fold 5 და Galaxy Z Flip 5. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: sammobile.com/@evleaks 

ცნობილ ინსაიდერ ევან ბლასის (@evleaks) მიერ გამოქვეყნებული ფოტოს თანახმად Samsung Galaxy Unpacked-ზე წარმოდგენილი იქნება დასაკეცი სმარტფონები Galaxy Z Fold 5 და Galaxy Z Flip 5, ფლაგმანური პლანშეტი Galaxy Tab S9, სმარტ-საათი Galaxy Watch 6 და უსადენო ყურსასმენი Galaxy Buds 3. 

image.jpeg 

მეორე ფოტოზე მოცემულია დასაკეცი Galaxy Z Flip 5, რომელიც აღჭურვილია დიდი გარე დისპლეით და ორი კამერით. წყაროების თანახმად სმარტფონი აგებულია Snapdragon 8 Gen 2 ჩიპზე, აქვს 12-მეგაპიქსელიანი კამერა და სახსრის ახალი მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა სმარტფონი დაიკეცოს პრაქტიკულად დაკეცვის კვალის გარეშე. ტენისა და მტვრისგან დაცვის კუთხით მოწყობილობა აკმაყოფილებს IP57 სტანდარტს. 

image.png 

ეჭვგარეშეა, რომ Galaxy Z Fold 5 დასაკეცი სმარტფონის პრეზენტაცია Galaxy Unpacked-ის დამსწრეთა მთავარი ყურადღების ცენტრში მოექცევა. როგორც ჩანს, სმარტფონს აქვს იგივე დიზაინი, როგორც მის წინამორბედ Galaxy Z Fold 4-ს. ასევე მოსალოდნელია, რომ წარმოდგენილი იქნება წვეთის ფორმის განახლებული სახსარი, რისი წყალობით სმარტფონი დაიკეცება კვალის გარეშე. 

Galaxy Z Flip 5-ის მსგავსად Galaxy Z Fold 5 აგებული იქნება პროცესორ Snapdragon 8 Gen 2-ზე. აგრეთვე, როგორც მოსალოდნელია, სმარტფონი თავსებადი იქნება ციფრულ ფანქარ S Pen Fold Edition-თან. 

image.jpeg 

კიდევ ერთი სიახლეა სმარტ-საათი Galaxy Watch 6 Classic, რომელშიც კომპანია უბრუნდება მბრუნავი ჩარჩოს გამოყენებას. ასევე წარმოდგენილი იქნება სმარტ-საათის ვერსია მბრუნავი ჩარჩოს გარეშე, სახელწოდებით Galaxy Watch 6. 

image.jpeg 

მოსალოდნელია, რომ ესენი იქნება პირველი სმარტ-საათები One UI 5 Watch-ით ოპერაციულ სისტემა Google Wear OS-ის ბაზაზე, რომლის წარდგენა გასულ თვეში შედგა. მოწყობილობებს ექნება ჯანმრთელობის მონიტორინგისა და სპორტული აქტივობების ფუნქციების ფართო სპექტრი, რომელთა შორისაა გულის შეკუმშვის სიხშირისა და არტერიული წნევის კვლევა, ძილის ხარისხის და სტრესის დონის კონტროლი, ფიზიკური აქტივობის მონიტორინგი და ბევრი სხვა. 

image.png 

ინფორმაცია სხვა მოწყობილობების შესახებ, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ღონისძიებაზე, პრეზენტაციის თარიღის მოახლოებისას გახდება ცნობილი. წყაროების თანახმად Samsung Galaxy Unpacked 2023 გაიმართება 27 ივლისს. ივლისის ბოლოს შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი სიახლეების წინასწარი შეკვეთა, ხოლო მომხმარებლებისთვის მიწოდებ- აგვისტოში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.