Jump to content

ილონ მასკის სტარტაპი Neuralink მიმდინარე წელს დაიწყებს ტვინის იმპლანტების ადამიანებზე გამოცდას


Recommended Posts

კონფერენცია VivaTech-ში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთის დედაქალაქში ვიზიტის დროს ილონ მასკმა განაცხადა, რომ ტვინის იმპლანტების პირველი ტესტირება ადამიანზე მის მიერ დაარსებულ კომპანია Neuralink-ის მიერ წლის ბოლომდე განხორციელდება. ამისთვის მოხალისე შეირჩევა იმ პაციენტებიდან, რომლებსაც აქვთ ოთხივე ან მხოლოდ ორი ქვედა კიდურის მოძრაობის პრობლემა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Reuters, Gonzalo Fuentes 

მოგეხსენებათ, Neuralink ასეთ იმპლანტებს ქმნის იმ ადამიანების პრობლემების გადასაჭრელად, რომლებმაც დაკარგეს კიდურების მოძრაობის უნარი. მასკმა არ დააკონკრეტა, რამდენი მოხალისე იქნება მზად ტესტებში მონაწილეობის მისაღებად და რამდენ ხანს გაგრძელდება ტესტირება. მისი თქმით პირველი ექსპერიმენტი ამ სფეროში შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლომდე ჩატარდეს. გასულ თვეში Neuralink-მა მიიღო შესაბამისი თანხმობა აშშ-ს მარეგულირებლებისგან, რასაც მანამდე დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. ეს ავტორიზაცია გულისხმობს არა მხოლოდ შეერთებული შტატების იურისდიქციის ფარგლებში პაციენტების თავის ქალასა და ცერებრალური ქერქის ოპერაციების დამტკიცებას, არამედ ამ მიზნებისთვის შესაბამისი ქირურგიული რობოტების გამოყენებას. მათ უნდა გაბურღონ პატარა ხვრელი პაციენტის თავის ქალაში, დაამონტაჟონ მასში იმპლანტი და დაუკავშირონ თავის ტვინის ქერქს თხელი იმპლანტირებადი ელექტროდების გამოყენებით. 

Neuralink უკვე დიდი ხანია ატარებს ტესტებს ცხვრებზე, ღორებსა და მაიმუნებზე და იგი ადამიანის უფლებათა დამცველების ყურადღების ცენტრშიც კი მოხვდა. ადამიანებში იმპლანტების ტესტირების ნებართვის მოპოვების პირველი მცდელობა მოხდა Neuralink-ის მიერ 2022 წლის დასაწყისში, მაგრამ FDA-მ უარი უთხრა სტარტაპს ასეთი შესაძლებლობის განხორციელებაში. ექსპერტები შეშფოთებულნი იყვნენ ბატარეის შეცვლის მიზნით იმპლანტის პერიოდული ამოღების აუცილებლობით, ელექტროდის მიგრაციის ალბათობით თავის ტვინის ქერქში იმპლანტაციის წერტილებში, ასევე მათი ამოღების პროცედურის საშიშროების გამო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.