Jump to content

AMD-მ წარადგინა სერვერის პროცესორები EPYC Genoa-X - 1 გბ-ზე მეტი ქეში, 96-მდე Zen 4 ბირთვი და 2.9-ჯერ უფრო სწრაფი Intel Sapphire Rapids-თან შედარებით


Recommended Posts

კომპანია AMD-მ ოფიციალურად წარადგინა Genoa-XEPYC სერიის სასერვერო პროცესორების მეორე თაობა 3D V-Cache-ით, რაც L3 ქეშ-მეხსიერების ჯამურ მოცულობას 1.1 გბ-მდე ზრდის. ახალი პროცესორები გახდება EPYC 9004 პროცესორების სერიის ნაწილი, რომლის ფარგლებში ამჟამად შემოთავაზებულია Genoa ჩიპები 3D V-Cache მეხსიერების გარეშე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

EPYC Genoa-X პროცესორების ძირითადი მახასიათებლებია: 

  • იგივე მაღალი წარმადობის Zen 4, რაც ჩვეულებრივ Genoa-ს აქვს; 

  • 96-მდე ბირთვი 192-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით; 

  • L3 ქეშ-მეხსიერების ჯამური მოცულობა 1.1 გბ-მდე; 

  • მეორე თაობის 3D V-Cache მეხსიერება; 

  • Socket SP5 სოკეტის მქონე პროცესორებთან თავსებადობა; 

  • AMD Infinity Guard-ის მხარდაჭერალ 

  • 2.9-ჯერ მეტი სიჩქარე Intel Sapphire Rapids-თან შედარებით. 

ჩვეულებრივი EPYC Genoa-სგან EPYC Genoa-X-ის მთავარი განსხვავება მდგომარეობს კონსტრუქციაში. ჩვეულებრივი ჩიპების მსგავსად ახალ Genoa-X-საც აქვს 12 CCD ჩიპლეტი Zen 4 ბირთვებით და ერთი კრისტალი input/output ოპერაციებისთვის. თუმცა თითოეული CCD ჩიპლეტი ზემოდან დაფარულია 3D V-Cache მეხსიერების დამატებითი კრისტალით. ამრიგად, EPYC Genoa-X ჯამში გვთავაზობს 384 მბ-მდე სტანდარტულ L3 ქეშ-მეხსიერებას და 768 მბ-მდე დამატებით L1 ქეშს, რაც ჯამში უზრუნველყოფ 1251 მბ-მდე საერთო მოცულობას. ეს მაჩვენებელი 2.6-ჯერ მეტია სტანდარტულ Genoa პროცესორებთან და 56%-ით მეტი EPYC Milan-X-თან შედარებით (EPYC პროცესორების პირველი თაობა 3D V-Cache-ით). 

image.jpeg 

EPYC Genoa-X სერიის შემადგენლობაში შევიდა ოთხი მოდელი. ყველა მათგანის TDP-ის დონეა 400 ვატი, თუმცა მათი ენერგომოხმარების მაჩვენებლი შესაძლოა კონფიგურირებული იყოს 320 ვატამდე. 

EPYC Genoa-X-ის ფლაგმანური მოდელია EPYC 9684X. პროცესორს აქვს 96 ბირთვი და 1152 მბ L3 ქეშ-მეხსიერება (3D V-Cache-ის გათვალისწინებით). სერიაში ასევე შედის 32-ბირთვიანი მოდელი EPYC 9384X, 24-ბირთვიანი EPYC 9284X და 16-ბირთვიანი EPYC 9184X. ყველა ჩპი ორიენტირებულია ქეშირებაზე ოპტიმიზებულ სამუშაო დატვირთვაზე, როგორც ეს ხდებოდა 3D V-Cache-ის მქონე წინა თაობის EPYC Milan-X პროცესორების შემთხვევაში. Genoa-X-ის მთავარი კონკურენტი იქნება Sapphire Rapids თაობის Intel Xeon Max პროცესორები, რომლებიც წარმოდგენილია მაღალი წარმადობის HBM მეხსიერებით. 

image.jpeg 

AMD-მ ფლაგმანური 96-ბირთვიანი EPYC 9684X მოდელი შეადრა 60-ბირთვიან Intel Xeon 8490H-ს CFD-მოდელირებასა და საბოლოო ელემენტების ანალიზთან დაკავშირებულ ამოცანებში (FEA). Genoa-X-მა უზრუნველყო 2.9-ჯერ მაღალი წარმადობა კონკურენტთან შედარებით, ხოლო 32-ბირთვიანი EPYC 9384X მოდელი ამავე ამოცანებში აღმოჩნდა ორჯერ მაღალი წარმადობის მქონე 32-ბირთვიან Intel Xeon 8462Y+-თან შედარებით. 

image.jpeg 

კომპანიამ განაცხადა, რომ უკვე დაიწყო Genoa-X-ის მიწოდება მთავარ პარტნიორებისთვის. მაგალითად, ამ პროცესორებზე დამყარებული ვირტუალური მანქანები უკვე გამოიყენება Microsoft Azure-ში, როგორც HBv4 და HX სისტემების ნაწილი. 

image.jpeg 

OEM პარტნიორები და მონაცემთა ცენტრის მფლობელები, მათ შორის Dell Technologies, HPE, Lenovo და Supermicro, თავიანთ ახალ, Genoa-X-ზე დამყარებულ პლატფორმებს მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წარადგენენ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.