Jump to content

AMD-მ გამოუშვა მობილური ჩიპები Ryzen 7040HS ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებული ამაჩქარებლებით Ryzen AI


Recommended Posts

კომპანია AMD-მ გამოუშვა მობილური პროცესორების ახალი სერია ლეპტოპებისთვის Ryzen 7040HS (Phoenix) Zen 4 ბირთვებითა და RDNA 3 გრაფიკით. ეს ჩიპები დაანონსდა ჯერ კიდევ CES 2023-ზე იანვარში. თავდაპირველად ამ პროცესორების მიწოდების დაწყება მოსალოდნელი იყო მარტში, მაგრამ AMD-მ თარიღი რამდენჯერმე გადაწია - ჯერ აპრილში, შემდეგ მაისში. საბოლოოდ ახალი პროცესორები ხელმისაწვდომი ივნისში გახდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

Ryzen 7040HS სერია შედგება სულ სამი მოდელისგან: 1) 8-ბირთვიანი და 16-ნაკადიანი Ryzen 9 7940HS სიხშირით 5.2 გჰც-მდე, აქვს ინტეგრირებული გრაფიკა Radeon 780M-ის 12 ბლოკი; 2) 8-ბირთვიანი და 16-ნაკადიანი Ryzen 7 7840HS სიხშირით 5.1 გჰც-მდე Radeon 760M გრაფიკის ექვსი ბლოკით; 3) 6-ბირთვიანი და 12-ნაკადიანი Ryzen 5 7640HS სიხშირით 5.0 გჰც-მდე და Radeon 760M გრაფიკით. სამივე პროცესორი წარმოებულია 4-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით და აქვთ TDP-ის დონე 34-დან 54 ვატამდე. 

image.jpeg 

Ryzen 7045HX (Dragon Range) ფლაგმანური მობილური პროცესორების მსგავსად Ryzen 7040HS სერიის ჩიპებში მხარდაჭერილია ორარხიანი ოპერატიული მეხსიერება DDR5 და LPDDR5, ასევე აქვთ PCIe 4.0 ინტერფეისის მხარდაჭერა ვიდეო ბარათებისა და NVMe SSD-სთვის. რადგანაც ახალი ჩიპები აღჭურვილია RDNA 3 ინტეგრირებული გრაფიკით, მხარდაჭერილია DisplayPort 2.1 და HDMI 2.1a ინტერფეისები ისევე, როგორც ამავე არქიტექტურის დესკტოპ ვიდეო ბარათებს. მწარმოებელი ასევე მიუთითებს მათთვის ორმაგი აპარატურული მედიის ამაჩქარებლის არსებობაზე AV1 ფორმატის კოდირებისა და დეკოდირებისთვის. Ryzen 7040HS პროცესორებზე აგებული ლეპტოპები დამუხტვის გარეშე უზრუნველყოფენ 9-საათიან ავტონომიურ მუშაობას ვიდეოს ჩართვის რეჟიმში. 

image.jpeg 

AMD Phoenix პროცესორების სამივე მოდელის მთავარი მახასიათებელია ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელი Ryzen AI Engine, რომელიც განკუთვნილია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზე არსებული აპლიკაციების გაშვებისა და მუშაობის აჩქარებისთვის. Ryzen AI-ს მეშვეობით ჩქარდება გამოსახულების რედაქტორების მუშაობა, ემატება ახალი ფუნქციები, მაგალითად ვიდეკონფერენციისას ფონის შეცვლა, მხარდაჭერილია Microsoft Office-ის ხელოვნური ინტელექტის ვირტუალური დამხმარე და ხელოვნური ინტელექტის სხვა ფუნქციები, რომელთა რეალიზაცია უახლოეს თვეებში მოხდება ოპერაციულ სისტემა Windows 11-ში. 

image.jpeg 

ამჟამად Ryzen AI ამაჩქარებელი მხარს უჭერს ONNX და TensorFlow AI მოდელებს, მაგრამ AMD იმედოვნებს, რომ მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ექნება PyTorch-ის მხარდაჭერა. კომპანია ასევე ავითარებს AMD Unified AI Stack API-ს, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ არა მხოლოდ Ryzen AI ამაჩქარებლით, არამედ - ISA ბრძანებებით, რომელიც დანერგილი Zen 4 პროცესორებში (AVX-512, bfloat16, VNNI), ასევე ინტეგრირებული გრაფიკა RDNA 3-ის ხელოვნური ინტელექტის ბლოკებით. 

image.jpeg 

Ryzen AI დამყარებულია XDNA არქიტექტურაზე, რომელიც შემუშავებულია Xilinx-ის მიერ. ეს კომპონენტი არის ე.წ. AI Engine ფილების ქსელი (AIE tiles), რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი მეხსიერების ნაკრები, ასევე სალტე, რომლითაც ფილები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. საერთო ჯამში Ryzen AI ამაჩქარებელს აქვს 20 ასეთი და ექვსი მეხსიერების ფილა, რაც საშუალებას იძლევა შემცირდეს Ryzen AI-ს წვდომა DRAM სისტემურ მეხსიერებაზე. 

image.jpeg 

image.jpeg 

AIE ფილები მხარს უჭერს RNN-ების, CNN-ების და LSTM-ების შექმნას და სწავლებას. მონაცემთა ოპერაციების მხარდაჭერილ ტიპებს შორის მითითებულია Int8, Int16, Int32 და bfloat16. თითოეული AIE ფილის მოქმედება შეიძლება სინქრონიზდეს ენერგიის დაზოგვის მიზნით. Ryzen AI ამაჩქარებელზე მხარდაჭერილია ოთხამდე ერთდროული ნაკადი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შეუძლია ერთდროულად დააჩქაროს და დაამუშავოს ოთხამდე სხვადასხვა აპლიკაცია და დავალება. Ryzen AI წარმადობა 10-მდე AI TOPS-ია. 

image.jpeg 

Ryzen 7040HS პროცესორების საერთო წარმადობის კუთხით AMD ირწმუნება, რომ უფროსი მოდელი Ryzen 9 7940HS 6%-დან 41%-მე უფრო სწრაფია, ვიდრე Intel Core i9-13900H Raptor Lake სერიები ამა თუ იმ ტესტის შესაბამისად. ტესტების სიაში შედის PCMark Essentials, 3DMark FireStrike (CPU), 3DS Max, აპლიკაციები ციფრული კონტენტის შექმნისთვის, აგრეთვე MP3 კოდირება LAME-ის მეშვეობით. რეალურ ამოცანებში (გეიმინგში) GeForce RTX 4070 ვიდეო ბარათისა და Ryzen 9 7940HS პროცესორის მქონე ლეპტოპი 13%-ით უფრო სწრაფი აღმოჩნდა ამავე ვიდეო ბარათისა და Core i9-13900H პროცესორის მქონე ლეპტოპთან შედარებით. 

image.jpeg 

AMD-მ ასევე შეადარა Ryzen 9 7940HS-ის წარმადობა Apple M2 Pro პროცესორს, რომელიც მოცემულია MacBook Pro-ს უახლესი თაობის ლეპტოპებში. AMD-ის ჩიპის წარმადობა 1-დან 11%-მდე მეტია ისეთ აპლიკაციებში, როგორიცაა Blender, Cinebench R23, Photoshop, Cinebench R23 1T და Passmark CPUmark. 

image.jpeg 

ინტეგრირებული გრაფიკა Radeon 780M 1080p გაფართოების თამაშებში გამოსახულების ხარისხის დაბალ პარამეტრებზე აფიქსირებს 45-75 კადრი/წამში წარმადობას. 

image.jpeg 

image.jpeg 

AMD აცხადებს, რომ უახლოეს დროში გაყიდვაში გამოვა უამრავი განსხვავეული ლეპტოპი და არა მხოლოდ ლეპტოპი Ryzen 7040HS პროცესორების ბაზაზე. ერთ-ერთი ასეთი მოდელია Razer Blade 14 2023. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.