Jump to content

Razer-მა დაიწყო კომპაქტურ გეიმინგ ლეპტოპ Blade 14 2023-ის გაყიდვა Ryzen 9 7940HS-ითა და GeForce RTX 4070-ით


Recommended Posts

კომპანია Razer-მა დაიწყო შეკვეთების მიღება კომპაქტურ გეიმინგ ლეპტოპ Razer Blade 14 2023-ზე. ლეპტოპის მთავარი მახასიათებელია ფლაგმანური, რვაბირთვიანი და 16-ნაკადიანი პროცესორი Ryzen 9 7940HS არქიტექტურით Zen 4, რომლის შემადგენლობაში მოცემულია ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელი Ryzen AI და ინტეგრირებული გრაფიკა Radeon 780M 12 ბლოკით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Razer 

პროცესორი Ryzen 9 7940HS მუშაობს 4.0-5.2 გჰც დიაპაზონში და აქვს 16 მბ L3 ქეშ-მეხსიერება. ლეპტოპ Razer Blade 14 2023-ს აქვს 14-დუიმიანი დისპლეი გვერდების შეფარდებით 16:10, გაფართოება - 2560 × 1600 პიქსელი, კადრის განახლების სიხშირე 240 ჰერცი და 3 მილიწამი რეაგირების დრო. სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელია 500 კდ/2, მხარდაჭერილია გამოსახულების სტაბილიზაციის ტექნოლოგია AMD FreeSync Premium და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. 

image.jpeg 

ლეპტოპში წარმოდგენილია ორი კონექტორი DDR5-5600 SO-DIMM სტანდარტის ოპერატიული მეხსიერებისთვის 64 გბ-მდე მოცულობის მხარდაჭერით, თუმცა კომპანია გვთავაზობს არჩევანს მეხსიერების ორ კონფიგურაციას შორის - 16 ან 32 გბ. ასევე მხარდაჭერილია 1 ტბ მოცულობის PCIe 4.0 NVMe SSD-ის განთავსება. Razer Blade 14 2023-ის გრაფიკული ქვესისტემის სახით წარმოდგენილია GeForce RTX 4070, ხოლო საბაზისო კონფიგურაციაში - GeForce RTX 4060. 

image.jpeg 

Razer Blade 14 2023-ზე ხელმისაწვდომია ერთი USB4 Type-C (40 გბ/წმ), ორი USB 3.2 Gen2 Type-C (10 გბ/წმ), აგრეთვე ორი USB 3.2 Gen2 Type-A (10 გბ/წმ). ორივე Type-C პორტს აქვს DisplayPort 1.4-ის ალტერნატიული ფუნქცია. ხელმისაწვდომია აგრეთვე ერთი სტანდარტული ზომის HDMI 2.1. ლეპტოპს აქვს Wi-Fi 6E და Bluetooth 5.2 სტანდარტების მხარდაჭერა, Razer Chroma RGB განათების მქონე კლავიატურა ღილაკების მიწებების აღმოფხვრის ფუნქციით, ასევე მაკროსების მხარდაჭერის ფუნქცია Razer Hypershift, რომელიც ერთ კლავიშზე რამდენიმე მოქმედების განხორციელების საშუალებას იძლევა. 

image.jpeg 

კოფიგურაციის შესაბამისად Razer Blade 14 2023-ში მოცემულია 61.6 ვტ/სთ ან 68.1 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც უზრუნველყოფს 10 საათამდე ავტონომიურ მუშაობას დამუხტვის გარეშე. ლეპტოპი ხელმისაწვდომი იქნება შავ, ვერცხლისფერ და ვარდისფერი ვარიანტებად. 

ლეპტოპებზე შეკვეთები უკვე მიიღება, მიწოდება 20 ივლისიდან დაიწყება. საბაზისო მოდელი GeForce RTX 4060-ით (TDP 140 ვტ) და 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით შეფასებულია 2399 აშშ დოლარად. 32 გბ ოპერატიული მეხსიერებისა და GeForce RTX 4070 ვიდეო ბარათის მქონე მოდელი იყიდება 2699 აშშ დოლარად, ხოლო ვერცხლისფერი მოდელი 32 გბ მეხსიერებითა და GeForce RTX 4070 ვიდეო ბარათით შეფასებულია 2799 აშშ დოლარად. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.