Jump to content

ინფლაცია მნიშვნელოვნად შესუსტდა, Bitcoin-ის რეაგირება მინიმალური აღმოჩნდა


Recommended Posts

image.jpeg 

შეერთებულ შტატებში სამომხმარებლო ფასების ზრდა წლიური კუთხით მაისში შენელდა 4.9%-დან 4%-მდე, რაც პროგნოზირებულ 4.1%-ზე დაბალია. Bitcoin-ის კურსმა დააფიქსირა 26400 აშშ დოლარიანი მაჩვენებელი, რამაც მისი ყოველდღიური ზრდის ტემპი 1.7%-მდე გაზარდა. 

ყოველთვიურ გამოხატულებაში ფასები გაიზარდა 0.1%-ით აპრილის 0.4%-იანი ზრდისგან განსხვავებით, რაც შეესაბამება ეკონომისტების მოლოდინებს. 

საბაზო ინფლაციის ზრდამ, რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგომატარებლების ფასებს, წლიურ მაჩვენებელში 5.3%, ხოლო ყოველთვიურად 0.4% შეადგინა. წინა მაჩვენებელი შესაბამისად 5.5% და 0.4% იყო. 

ფედერალური ბიუროს მიერ გამოქვეყნებული აშშ-ის შრომის სტატისტიკის მონაცემები არაერთგვაროვანი ხასიათის მატარებელია, რამაც ინვესტორების შერეული რეაქცია გამოიწვია. 

გლობალურ ბაზრებზე რისკისადმი ინტერესის გაძლიერება არამყარი აღმოჩნდა. აქციების ღირებულება წინა დღეების აღმასვლის გახანგრძლივებას ცდილობდა. Bitcoin-ის ფასი დაბრუნდა თავდაპირველ პოზიციებზე, ციფრული ოქროს ყოველდღიური ზრდის ტემპი 1%-მდე შემცირდა. 

image.png 

BTC/USDT-ის 15-წუთიანი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView 

Ethereum-მა დააფიქსირა 1770 აშშ დოლარიანი მაჩვენებელი. კაპიტალიზაციით მეორე კრიპტოვალუტამ დაკარგა თითქმის მთლიანი დღიური ზრდა. 

image.png 

ETH/USDT-ის 15-წუთიანი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView 

CoinGecko-ს თანახმად კაპიტალიზაციის მიხედვით ტოპ 10 ციფრული აქტივი ბოლო საათში „წითელ ზონაში“ მოხვდა. კლების მაჩვენებელი მერყეობდა 0.6%-დან (Tron) 4.5%-მდე (XRP). 

image.png 

წყარო: CoinGecko 

მოცემულმა მონაცემებმა შესაძებელი გახადა 13-14 ივნისის ფედერაციის სხდომაზე ძირითადი განაკვეთის შესაძლო ზრდის შესახებ შეშფოთება მოხსნილიყო. 

შემდეგი ანგარიში სამომხმარებლო ფასების ინდექსის შესახებ ივლისში გადამწყვეტ როლს ითამაშებს ფედერალური სარეზერვო სისტემის ქმედებებში, აღნიშნა Bloomberg-მა. ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა და მისმა ბევრმა კოლეგამ ადრე განმარტეს, რომ მათ ურჩევნიათ გამოტოვონ განაკვეთის ზრდა ივნისის შეხვედრაზე და საჭიროების შემთხვევაში გზა დატოვონ სამომავლო გამკაცრებისთვის, გაიხსენა სააგენტომ. 

Bottom of Form 

პოლიტიკის გამკაცრების ვარიანტმა ერთი თვის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განიცადა - შანსები დარჩა ორი ერთის წინააღმდეგ (74% წინა დღეს). ასევე, შერბილების დაწყების იდეა არ შეცვლილა - განაკვეთის 4.75-5%-მდე შემცირების ალბათობა მიმდინარე 5-5.25%-თან შედარებით შეფასებულია 36.4%-ით წინა დღის მაჩვენებელ 30.3%-ის წინააღმდეგ. 

image.png 

წყარო: CME Fed Watch. 

აქტივების მართვის კომპანი Mott Capital Management-ის დამფუძნებელმა მაიკლ კრამერმა დაუშვა პირველი კრიპტოვალუტის ფასი 20 000 აშშ დოლარამდე შემცირება. 

მანამდე CFTC-ის ყოფილმა თავმჯდომარე ტიმოთი მასადმა განაცხადა, რომ ციფრული აქტივების მომავალი დამოკიდებულია Binance-ისა და Coinbase-ის წინააღმდეგ SEC-ის სასამართლო დავის შედეგზე. 

Link to comment
Share on other sites

სეკის ჩივილის გამო დაეცაო ვითომ ეგრე სერიოზულათ კრიპტო, უფრო შტატებს ეხება ბოლო დროპები, ორი დიდი საჩივარი შეიტანა სეკმა coinbase და ბაინანსის წინააღმდეგ, ვითომ ღაღლითობდენო ორივე ბირჟა და როგორც ჩანს სასამართლოს გარეშე ეგ ჩივილი ვერ მოგვარდება, მაგან გამოიწვია ბიტკოინის 28400$-ან ფაქტიურათ 24800$ დაცემა, თუმცა მაგის შემდეგ კი მოასწრო ლამის 27000$ ასვლა დღეს უკვე, -400$ ლოსით გავყიდე ეთერეუმი, არ ქონდა ბოლო მაგ დაცემებს, თუმცა რამდენზე დააგდებენ კიდე ჯერ არ ჩანს, შეიძლება ეგ არც იყოს ბოლო დაცემა, რამე კიდე თუ გამოხტება ნეგატიური მაგ ამბებთან დაკავშირებული ახლო მომავალში ალბათ კიდე დაწევენ ბიტკოინს, ზოგიერთი ალტკოინი ლამის 40% დაეცა სულ რაღაც 3-4 დღეში, ანუ 1 კვირის მონაკვეთში ბევრმა კოინმა კოლოსალური დანაკარგი განიცადა ლამის ხვონის და FTX კრახის პერიოდში რაც ფიქსირდებოდა აქამდე, თუმცა ეთერეუმი უფრო 15% დააგდეს ბიტკოინი კი 10% მაქსიმუმ იმავე პერიოდში, ისე ბაინანსიც და კოინბეისიც შეიძლება მთლიანათ გავიდესო შტატებიდან და შეწყვიტონ მოღვაწეობა, თუმცა ბოლომდე ჯერ არაა ეგ გადაწყვეტილი, მაგრამ დროებით რომ შეიზღუდა მაგ ბირჟების მოღვაწეობა შტატების ტერიტორიაზ ეგ უკვე ნათელია, რაც შეეხება ოქროსს ფასს, ეგეც დაეცა კი 2062$ პიკიდან აპრილში რაზეც ავიდა დაახლოებით 1930$ დაწიეს ამ მიდვიკზე კურსი, ანუ ეგეც მოქმედებდა ბიტკოინზე ნეგატიურათ, თუმცა გუშინ 1960$ დაბრუნდა ოქროს კურსი, აი დოუ ჯონსი რაც მოგვარდა შტატების ვალის ამბავი რეზკათ წავიდა ზევით და გუშინ 34500 აარტყა ცოტა ხნით და ძალიან მაღალზე დასრულდა ვაჭრობა, ეგაა პიკი თუ ლამის 35000 ავა ჯერ არ ჩანს, მაგხელაზე კი ჯერ არც ყოფილა დოუს ინდექსი არც წელს და არც წინა წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, ანუ არანაირი ძალზე სერიოზული კრიზისი ჯერ არ ჩანს ბაზარზე, წინა ივნისში თუ ივლისში მგონი 28700 დაეცა დოუს ინდექსი და ძალიან მაღალზეა ეხლა ფაქტიურათ იმავე პერიოდში, ისე დოუს ინდექსის ისტორიული მაქსიმუმი ყოფილა 2022 წლის 5 იანვარს, მაშინ ასულა ცოტა ხნით 36952, თუმცა წინა წელს მაქსიმუმი მგონი 34600 იყო დეკემბერში, მაგრამ ზაფხულში მოასწრო ძალიან დაბალზე დაცემა დოუმ 28700 ატმეტკაზე იყო და დიდხანს არ გაცდენილა 31000 მახსოვს მაშინ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.