Jump to content

ახალ Mac Pro-ებს არ აქვთ დისკრეტული გრაფიკული ბარათების მხარდაჭერა ექვსი PCIe 4.0 სლოტის არსებობის მიუხედავად


Magdalena

Recommended Posts

Apple M2 Ultra ჩიპის მქონე ახალ Mac Pro დესკტოპ კომპიუტერებს საკმარისი ადგილი აქვთ სრული ზომის დისკრეტული ვიდეო ბარათის განთავსებისთვის, ასევე დედა დაფაზე მოცემულია ექვსი სლოტი PCIe 4.0 x16 (მათგან ოთხი x8 რეჟიმში მუშაობს). მიუხედავად ამისა, დამატებითი GPU-ების დამატების მსურველებს ეს სლოტები არ გამოადგება - დისკრეტული ვიდეო ბარათის განთავსება მხარდაჭერილი არ არის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

როგორც Apple-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, M2 Ultra-ს არქიტექტურა ითვალისწინებს უნიფიცირებული ოპერატიული მეხსიერების გამოყენებას, ამიტომ გაუგებარია, ამ სისტემაში როგორ უნდა იყოს შესაძლებელი დამატებითი GPU-ის დაკავშირება და „ამის გაკეთება ისე, რომ გადაწყვეტილება ოპტიმიზებული იყოს Apple-ის სისტემებზე“. ახალი Mac Pro შეიქმნა ერთკრისტალიან პლატფორმა Apple M2 Ultra-ს გამოყენების გათვალისწინებით, რომელიც აღჭურვილია მძავრი ინტეგრირებული 60- ან 72-ბირთვიანი GPU-ით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

ჩიპი უზრუნველყოფს GPU-ის წვდომას Mac Pro-ს უნიფიცირებულ მეხსიერებაზე, რომლის მოცულობა შეიძლება შეადგენდეს 64, 128 ან 192 გბ-ს. Apple ამტკიცებს, რომ შედეგად მის ინტეგრირებულ GPU-ებს შეუძლია საჭირო მომენტში მიიღოს ბევრად მეტი ვიდეომეხსიერება, ვიდრე სამუშაო სადგურებში მოცემულ ნებისმიერ ვიდეო ბარათს 32 ან 48 გბ მეხსიერებით. როგორც Apple-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ ტერნუსმა განაცხადა, მართალია, 192 გბ ოპერატიული მეხსიერება უფრო ნაკლებია 2019 წლის Mac Pro-ში მოცემულ 1.5 ტერაბაიტთან შედარებით, თუმცა იგი ბევრად მეტია იმაზე, რაც ოდესმე ნებისმიერ GPU-ს ჰქონია. 

თუმცა, მესამე მხარის გრაფიკული ბარათების მხარდაჭერის ნაკლებობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს პროდუქტის რეპუტაციას, ვინაიდან, მაგალითად, NVIDIA-ს GPU-ები აქტიურად გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების სწავლებისთვის. შესაბამის კითხვას Apple-ის წარმომადგენელმა უპასუხა შემდეგნაირად, რომ NVIDIA ამ ამოცანას ნამდვილად კარგ ასრულებს, თუმცა Apple-ს სურდა ფოკუსირება მოეხდინა იმ მახასიათებლებზე, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია მისი მომხმარებლებისთვის და ამ ამოცანას კარგად ართმევს თავს. ამავე დროს მან ხაზგასმით აღინიშნა, რომ „რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ერთიანი არქიტექტურით და ჩვენი M2 Ultra არის ის, რისი გაკეთებაც სხვას არ შეუძლია“. 

მიუხედავად იმისა, რომ Mac Pro-ს არ აქვს დისკრეტული გრაფიკული ბარათების მხარდაჭერა, PCIe Gen 4 სლოტები შეიძლება გამოყენებულ იქნას ქსელის ბარათების ან მონაცემთა შენახვის მოწყობილობების დასაკავშირებლად. ეს გააუმჯობესებს Mac Pro-ს შესაძლებლობას - იმუშაოს უფრო მეტი მოცულობის აუდიო/ვიდეოს რედაქტირებაზე კომპაქტურ და ხელმისაწვდომ Mac Studios-თან შედარებით. 

ახალი Mac Pro-ს საწყისი ფასი 6999 აშშ დოლარია, მაქსიმალური კომპლექტაციის ფასმა კი შესაძლოა 12 ათას აშშ დოლარს გადააჭარბოს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.