Jump to content

NVIDIA-მ GeForce RTX 4060 ვიდეო ბარათის გამოშვება 29 ივნისისთვის გადაიტანა


Recommended Posts

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ NVIDIA ვიდეო ბარათ GeForce RTX 4060-ს მომავალი თვის შუა რიცხვებში გამოუშვებდა. ამჟამად ცნობილი გახდა, რომ კომპანიის გეგმები შეიცვალა და გრაფიკული ამაჩქარებელი 29 ივნისს იქნება წარმოდგენილი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MEGAsizeGPU / Twitter 

წყაროს ცნობით GeForce RTX 4060-ის მიმოხილვები 28 ივნისს გამოქვეყნდება, მეორე დღეს კი ამაჩქარებლის ოფიციალურად წარდგენა შედგება ფართო საზოგადოების წინაშე. ამაზე მიუთითებს NVIDIA-ს შიდა დოკუმენტები, რომლებიც ინსაიდერ MEGAsizeGPU-ის ხელში აღმოჩნდა. ადრე ვარაუდობდნენ, რომ GeForce RTX 4060 ივლისში იქნებოდა წარმოდგენილი GeForce RTX 4060 Ti 16 გბ ვარიანტთან ერთად. 

image.jpeg 

რაც შეეხება თავად GeForce RTX 4060 გრაფიკულ ბარათს, იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება GeForce RTX 4060 Ti-სგან. ამაჩქარებელს საფუძვლად უდევს AD107 GPU. გრაფიკულ ბარათს სავარაუდოდ ექნება 3072 CUDA ბირთვი, 24 RT ბირთვი, 96 Tensor ბირთვი, ხოლო GeForce RTX 4060 Ti-ს აქვს 4352 CUDA ბირთვი, 34 RT ბირთვი და 136 Tensor ბირთვი. ახალი ვიდეო ბარათი გამოვა 8 გბ GDDR6 ვიდეო მეხსიერებით, 128-ბიტიანი სალტით. ვიდეო ბარათის ენერგომოხმარების დონეა 115 ვატი. GeForce RTX 4060 ამაჩქარებელი იქნება AMD Radeon RX 7600 გრაფიკული ბარათის პირდაპირი კონკურენტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 270 აშშ დოლარია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.