Jump to content

ამერიკული მარეგულირებლის ქმედებების გამო Binance-იდან და Coinbase-დან თითქმის 4 მლრდ აშშ დოლარი იქნა გატანილი


Recommended Posts

კრიპტო ბირჟები, რომლებსაც აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) აშშ-ის კანონების დარღვევაში ადანაშაულებს, განიცდან თანხების მასიურ გადინებას მომხმარებლების ანგარიშებიდან, თუმცა ჯერჯერობით ისინი უმკლავდებიან აქტივების გადინებას. 

image.jpeg 

SEC-ის მიერ Binance-ის, Binance.US-ისა და Coinbase-ის წინააღმდეგ შეტანილმა სარჩელებმა გამოიწვია 4 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადინება ღია ბლოკჩეინის მონაცემების მიხედვით. ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით ჯამურმა წმინდა გადინება შეადგინა 3.1 მლრდ აშშ დოლარი Ethereum-ის ქსელიდან და 864 მლნ აშშ დოლარი - Bitcoin-ის ქსელიდან,  განაცხადეს ანალიტიკურმა სააგენტოებმა Nansen-მა და Glassnode-მა - წმინდა გადინება ნიშნავს, რომ გატანილი თანხების მოცულობა აღემატება შეტანილ დეპოზიტებს. პლატფორმები კეთილსინდისიერად ამუშავებენ ყველა ტრანზაქციას. 

გასულ ორშაბათ SEC-მა უჩივლა საერთაშორისო კრიპტო ბირჟა Binance-ს, მის ამერიკულ ვერსია Binance.US-ს და პირადად პლატფორმების ხელმძღვანელ Changpeng Zhao-ს აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კანონების მთელი რიგი დარღვევებისთვის. მეორე დღეს სააგენტომ უჩივლა Coinbase-ს და პლატფორმა დაადანაშაულა საზოგადოებისთვის არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების მიყიდვაში. ამ ქმედებებმა კრიპტო ბაზარი შეარყია: მარეგულირებლის მიერ ფასიან ქაღალდებად კლასიფიცირებული BNB, ADA და MATIC ტოკენები ფასი მნიშვნელოვნად დაეცა კვირის განმავლობაში. SEC-ის სწრაფვამ - გაყინოს Binance.US-ის აქტივები და შემდგომ პლატფორმის მიერ დოლარზე უარის თქმამ პრიქით განაპირობა Bitcoin-ისა და Ethereum-ის ფასების მატება, რადგან ტრეიდერებმა აქტივების გატანა დაიწყეს. 

Nansen-ის ინფორმაციის მიხედვით ვაჭრობის მოცულობით მსოფლიოში უმსხვილესმა კრიპტო ბირჟა Binance-მა ოთხ დღეში განიცადა 2 მლრდ აშშ დოლარის გადინება Ethereum-ის ბლოკჩეინზე - ჩათვლილია საკუთრივ ETH მონეტა და ამ ქსელის სხვა კრიპტოვალუტები. ამავე პერიოდში გატანილი Bitcoin-ის მოცულობამ შეტანილის რაოდენობას 838 მლნ აშშ დოლარით გადააჭარბა, აღნიშნავს Glassnode. ოთხშაბათს 13953 Bitcoin-ის წმინდა გადინება იყო ყველაზე დიდი დღიური ვარდნა გასული წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც ინვესტორებმა დაკარგეს ნდობა ბირჟის სარეზერვო ანგარიშების მიმართ კრიპტო ბირჟFTX-ის გაკოტრებასთან დაკავშირებული აჟიოტაჟის გამო. 

აბსოლუტური თვალსაზრისით თანხების გადინება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ Binance-ის კრიპტო საფულეების მონაცემებს, გატანილი ფული პლატფორმის მთლიანი აქტივების მხოლოდ 5%-ია. Coinbase-ს თანხების წმინდა გადინება Ethereum-იდან იმავე პერიოდში შეადგენდა 1 მლრდ აშშ დოლარს, გამოთვალა Nansen-მა, ხოლო 25 მლნ აშშ დოლარი გავიდა Bitcoin-ის ქსელიდან -  განაცხადა Glassnode-მა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.