Jump to content

Intel-მა დააანონსა პროფესიონალური ვიდეო ბარათი Arc Pro A60 და მისი მობილური ვერსია Arc Pro A60M


Recommended Posts

გასული წლის ზაფხულში კომპანია Intel-მა წარადგინა არქიტექტურა Arc Alchemist-ზე დამყარებული პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებლების სერია Arc Pro A. იმ დროს კომპანიამ დააანონსა ამაჩქარებლის ორი მოდელი - Intel Arc Pro A40 და Intel Arc Pro A50 დესკტოპ და მობილურ ვაიანტებში. ამჟამად კი კომპანიამ წარადგინა უფრო მაღალი წარმადობის მოდელი Arc Pro A60, ასევე მისი მობილური ვერსია Arc Pro A60M. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

ხალ ვიდეო ბარათს საფუძვლად უდევს ACM-G12 გრაფიკული პროცესორი 16 Xe ბირთვით (256 შეიდერ-ბლოკი 32-ბიტიანი ოპერაციებისთვის). გარდა ამისა, ჩიპის შემადგენლობაში მოცემულია 16 ბლოკი რეითრეისინგის აჩქარებისთვის. GPU-ის სიხშირეა 1300 მჰც. წინა მოდელებთან შედარებით ახალ Arc Pro A60-ს აქვს მეხსიერების ორჯერ მეტი სიჩქარე - 384 გბ/წმ. Arc Pro A60 მოდელის GDDR6 მეხსიერების მოცულობაა 12 გბ, რაც ასევე ორჯერ მეტია უმცროს Arc Pro A40 და Arc Pro A50 მოდელებთან შედარებით. ვიდეო ბარათის ენერგომოხმარების მაჩვენებელი 130 ვატს შეადგენს. 

image.jpeg 

დესკტოპ ვერსიას აქვს გაგრილების სისტემა რადიალური ქულერი და ოთხი DisplayPort კონექტორით, ვიდეო ბარათი გაფართოების ერთ სლოტს იკავებს. 

image.jpeg 

აპლიკაციების ჩამონათვალი, რომლებშიც Arc Pro A60-ის შესაძლებლობები გამოდგება, ასე გამოიყურება: Autodesk 3ds Max, Autodesk AutoCAD, Autodesk Fusion 360, Autodesk Inventor, Autodesk Maya, Bentley MicroStation, Dassault Systèmes SOLIDWORKS, Nemetscheck VectorWorks, PTC Creo, Siemens NX და Siemens Solid Edge. 

image.jpeg 

გერმანულ რესურს HardwareLuxx-ის ინფორმაციით დესკტოპ მოდელი Arc Pro A60 გაყიდვაში უახლოეს კვირებში გამოვა, ბარათის სარეკომენდაციო ფასი 175 აშშ დოლარია. მობილური Arc Pro A60M კი ლეპტოპების შემადგენლობაში უახლოესი თვეების შემადგენლობაში გამოჩნდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.