Jump to content

პროცესორი Apple M2 Ultra ტესტებში ჩამორჩა AMD-სა და Intel-ს - არასაკმარისი აღმოჩნდა ბირთვები და ტაქტის სიხშირეები


Magdalena

Recommended Posts

Apple M2 Ultra მძლავრი პროცესორია 24 ბირთვითა და ინტეგრირებული გრაფიკული ქვესისტემის 76 ბირთვით. იგი, სავარაუდოდ, უფრო სწრაფია 28-ბირთვიან Intel Xeon W-სთან შედარებით, რომელიც 2019 წლის Mac Pro-შია წარმოდგენილი, Apple-ის ახალი სამუშაო სადგურების მფლობელები წარმადობის აშკარა ზრდას შეამჩნევენ. ხოლო Geekbench 5-ის ტესტებში პროცესორმა ვერ შეძლო AMD-ისა და Intel-ის აქტუალურ პროცესორებზე უკეთესი შედეგი ჩვენება - კონკურენტებს მეტისმეტად ბევრი ბირთვი და ძალიან მაღალი ტაქტის სიხშირეები აქვთ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: apple.com 

სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილი პროცესორები განსაკუთრებული კატეგორიაა. მათში გაერთიანებულია დესკტოპებისა და სერვერების ჩიპების უპირატესობები: მათი წარმადობა, ერთი მხრივ, უნდა იყოს მასშტაბირებადი, მეორე მხრივ კი დააფიქსიროს სტაბილურად მაღალი მაჩვენებლები მაღალ დატვირთვებზე.  ეს ნიშნავს მაღალ წარმადობას ტაქტზე, მაღალ ტაქტის სიხშირეებს, ბევრ ბირთვს, დიდი მოცულობის მეხსიერების მხარდაჭერას და PCIe არხების დიდ რიცხვს. მითითებულ მოთხოვნებს შეესაბამება 56-ბირთვიანი Intel Xeon W9-3495X და 64-ბირთვიანი AMD Ryzen Threadripper Pro W5995X. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: tomshardware.com 

Apple M2 Ultra - ეს გახლავთ გაერთიანებული ორი კრისტალი M2 Max, რომლებიც თავდაპირველად შემუშავდა MacBook Pro და Mac Studio კომპიუტერებისთვის. M2 Max ჩიპში არ არის გათვალისწინებული არც მაღალი ტაქტის სიხშირეები, არც გაფართოების შესაძლებლობა - მასზე მხარდაჭერილია ოპერატიული მეხსიერების ფიქსირებული მოცულობა, დისკის სივრცის მხრივადაც საქმე მარტივად არ არის. სამუშაო დატვირთვის ზდისას ტაქტის სიხშირის გაზრდის ნაცვლად საქმეში ერვება ინტეგრირებული ამაჩქარებლები. შეზღუდული სიმძლავრისა და გაგრილების გამო ჩიპში არ არის მოცემული ბირთვების დიდი რაოდენობა. ჯამში Apple M2 Ultra ჩამოუვარდება Intel Core i9-13900K-ს ტაქტის სიხშირეებით, ხოლო AMD Ryzen Threadripper Pro W5995WX-ს - ბირთვების რაოდენობი. 

ასე, რომ Geekbench 5-ის ტესტში Apple-ის ახალი ფლაგმანი ჩამორჩება Intel Core i9-13900K-ს ერთნაკადიან და მრავალნაკადიან სამუშაო დატვირთვებში. პირდაპირ კონკურენტებს - AMD Ryzen Threadripper Pro W5995X-სა და Intel Xeon W9-3495X-ს იგი აღემატება ერთნაკადიან ტესტებში, მაგრამ ბევრად ნელია ბევრი ბირთვის საჭიროების შემთხვევაში. Geekbench 5 - ეს, რა თქმა უნდა, სინეტიკური ბენჩმარკია, რომელიც სრულად ვერ ასახავს ჩიპის რეალურ შესაძლებლობებს, თუმცა წარმოდგენას იძლევა ცენტრალური პროცესორის შესაძლებლობებზე სპეციალური ამაჩქარებლების გათვალისწინების გარეშე. ასეთი ამაჩქარებლები კი Apple M2 Ultra-ში საკმაოდ ბევრია, ასე რომ რეალური სიმძლავრე პრაქტიკაში გამოჩნდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.