Jump to content

ევროკავშირი შეშფოთებულია სოციალურ ქსელებში კრიპტორეკლამების გამო


Recommended Posts

image.jpeg 

მომხმარებელთა ევროპულმა ორგანიზაციამ (BEUC) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც მიუთითებს კრიპტოვალუტების შეცდომაში შემყვან რეკლამებზე პოპულარულ სოციალურ ქსელებში. 

BEUC-მ აღნიშნა, რომ Instagram, YouTube, Twitter, Facebook და TikTok "საკვანძო მოთამაშეები" არიან ციფრული აქტივების პოპულარიზაციაში. ორგანიზაციის განცხადებით მომხმარებლები სრულად არ არიან გათვითცნობიერებულნი მათთან დაკავშირებულ რისკები. 

ანგარიშის მიხედვით Facebook-ის რეკლამის განმთავსებლები არღვევენ წესებს, რომლებიც კრძალავს არალიცენზირებული ფინანსური პლატფორმების პოპულარიზაციას. 

„მათი მაღალი არასტაბილურობისა და სპეკულაციური ხასიათის გამო ციფრული აქტივები რჩება ძალიან სარისკო საინვესტიციო პროდუქტად, რომელიც არ არის შესაფერისი მრავალი მომხმარებლისთვის. ტრადიციული ინვესტიციებისგან განსხვავებით კრიპტოვალუტა არ არის გამყარებული მატერიალური ფასეულობებით და ძირითადად ემყარება სპეკულაციას, რაც მას ძალიან არასტაბილურს ხდის“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. 

რაც შეეხება Twitter-ს, ასოციაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს ლონ მასკის გადაწყვეტილება სოციალური ქსელის კლასიკური ლოგოს Dogecoin-ის სიმბოლოთი შეცვლაზე, რამაც გამოიწვია კოინის ფასის თითქმის 25%-ით ზრდა. ამავდროულად პლატფორმის პოლიტიკა კრძალავს კრიპტოვალუტის ნებისმიერ რეკლამას. 

BEUC-ის წარმომადგენლებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება ე.წ.ფინფლუენსერებზე (Finfluencers') რომლებიც „ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა“ ახალგაზრდა აუდიტორიისთვის. 

„სოციალურ მედიაში ინფლუენსერები სულ უფრო მეტად ჰპირდებიან მომხმარებლებს სწრაფად გამდიდრებას. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, ეს მტკიცებები ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ სიმართლე იყოს და ინვესტორები რისკავენ სამართლიმხარდაჭერის გარეშე ბევრი ფულის დაკარგვას, ”- განაცხადა BEUC-ის ხელმძღვანელმა მონიკ გოიენსმა. 

მიუხედავად ეროვნული მარეგულირებლების მცდელობისა - ებრძოლონ შეცდომაში შემყვან რეკლამას, პრობლემას ჯერ კიდევ აკლია ყოვლისმომცველი მიდგომა, ნათქვამია მოხსენებაში. 

მომხმარებელთა ევროპულ ორგანიზაციის შემოთავაზებაა რამდენიმე ღონისძიება ასეთი მარკეტინგული კამპანიების წინააღმდეგ: 

  • უფრო მკაცრი სარეკლამო პოლიტიკა და უფრო მკაცრი აღსრულება; 

  • გავლენიანი პირებისგან რისკების მკაფიო იდენტიფიკაცია; 

  • მჭიდრო ურთიერთობა ევროკომისიასთან ციფრული აქტივების ხელშეწყობის მიმართულებით; 

  • ევროპის მომხმარებელთა დაცვის ორგანოებსა და ზედამხედველობის ორგანოებს შორის თანამშრომლობა. 

მანამდე დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლებმა გამოაქვეყნეს კრიპტო რეკლამის მოთხოვნების სია. ნაშრომი ფინფლუენსერებსსთხოვს განიხილონ, არიან თუ არა ისინი „სწორი ადამიანები“ პროდუქტის პოპულარიზაციისთვის. 

თებერვალში გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ზედამხედველობის ორგანომ განაცხადა, რომ ციფრული აქტივების არაავტორიზებული მოძრაობა პატიმრობით დაისჯება.  

შეგახსენებთ, რომ მარტში ბელგიამაც გამოაქვეყნა კრიპტოვალუტების რეკლამის წესებ. ამ სფეროზე პასუხისმგებელია ადგილობრივი ფინანსური მომსახურებისა და ბაზრის ორგანო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.