Jump to content

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა კონგრესს მოუწოდა მიიღოს კანონები კრიპტოვალუტების შესახებ


Recommended Posts

image.jpeg 

ციფრული აქტივების მარეგულირებელ ჩარჩოში არის ხარვეზები, რომლებიც უნდა მოგვარდეს კანონმდებლობის გაუმჯობესების მეშვეობით. ამის შესახებ CNBC-სთან აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ჯანეტ იელენმა განცხადა. 

„ჩვენ გამოვავლინეთ მთელი რიგი რისკები. მე მხარს ვუჭერ სააგენტოებს [SEC და CFTC] ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების გამოყენებაში. [...] მზად ვართ ვიმუშაოთ კონგრესთან დამატებითი ზედამხედველობის დასამტკიცებლად“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

2022 წლის ნოემბერში იელენმა აღნიშნა, რომ FTX-ის კოლაფსმა აჩვენა კრიპტოვალუტების ინდუსტრიის „ძალიან ფრთხილად რეგულირების“ საჭიროება. 

მიმდინარე თვის დასაწყისში SEC-მა უჩივლა Binance-ს და მის აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს. კომისიამ ბრალდებულებს ბრალი წაუყენა არარეგისტრირებულ საქმიანობაში, ინვესტორებისთვის ფასიანი ქაღალდების უკანონო შეთავაზებასა და მომხმარებლებისა და კორპორატიული აქტივების შერევაში. 

მარეგულირებელმა ორგანომ სარჩელი ასევე შეიტანა Coinbase-ის წინააღმდეგ. SEC-ის პრეტენზიები ეხება კომპანიის მიერ ბროკერის, ბირჟისა და საკლირინგო სააგენტოს ფუნქციების გაერთიანებას, ფსონირების პროგრამას და ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის სხვა დარღვევებს. 

2023 წლის დასაწყისში კომისიამ მიუთითა Bittrex-ის, Coinbase-ის, Kraken-ის, Gemini-ისა და Genesis-ის მუშაობის დარღვევებზე. CFTC-მა სარჩელი შეიტანა Binance-ისა და მის აღმასრულებელ დირექტორ Changpeng Zhao-ს წინააღმდეგ. 

მიმდინარე წლის აპრილში SEC-ის ხელმძღვანელმა გრი გენსლერმა გააკრიტიკა მისი სააგენტოს პოზიცია ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში მოსმენების დროს. 

კონგრესმენმა უორენ დევიდსონმა დააანონსა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს გენსლერის გადადგომას სააგენტოს თავმჯდომარის პოსტიდან. 

Link to comment
Share on other sites

სხვათაშპროს ჯერ-ჯერობით სიჩუმეა მაგ სეკის ბოლო საჩივრების შემდეგ ბაინანსის და კოინბეისის წინააღმდეგ, მეგონა სერიოზული პანიკა დაიწყებოდა ბაზარზე და 25500$ არ ეყოფოდათ ბიტკოინზე, ჯერ-ჯერობით რაღაც მიწყნარებულია ყველაფერი, 26500$ დგას ბიტკოინი და ეთერეუმი უფრო 2840$ ფარგლებში, თუმცა დაეცა 1780$-მდეც, ან ელოდებიან რეალურ ინფოებს მაგ საჩივრის შემდეგ, ან ისე ცუდათ არაა საქმე როგორც ჩანდა ფურცელზე, მეორე მხრივ შეიძლება მანდ სულაც არ ქონდათ ასობით მილიარდი დაბანდებული დიდ ინვესტორებს და ვეილსებს, სხვაგან აქვთ ეგ თანხები და მაგათი საჩივარი პირდაპირ გავლენას მაგათ დიდ ინვესტიციებზე არ ახდენს ჯერ, ერთადერთი ინფო დღეს რაც დაიდო ესაა ბაინაინსის თაობაზე:

Binance.US tells customers to withdraw their cash from the exchange as the SEC pursues its 'ideological' attack on the crypto industry https://markets.businessinsider.com/news/currencies/binance-us-customers-withdrawals-sec-lawsuit-cash-deposits-crypto-regulation-2023-6 ბევრი აკრიტიკებს ამერიკულ მთავრობას ბოლო ხანებში და არა მარტო კრიპტოს თაობაზე, ძალიან აირ-დარიეს ყველაფერი კოვიდის შემდეგ, დროულათ ვერ მოახდინეს რეაგირება კრიზისზე და ვერც ვალის პრობლემა გადაჭრეს თავის დროზე, ანუ არ მიიღეს მხედველობაში დიდი დანახარჯები და კრიზისი რომ ახლოვდებოდა ეგ მომენტი, ხოდა ეხლა ვერა აქვთ მთლათ კარგათ საქმე, თუმცა ვალის ლიმიტის პრობლემა გადაჭრეს და ეგ აღარ იმოქმედებს ჯერ-ჯერობით ნეგატიურათ ბაზრებზე, ისე კი სერიოზული კრიზისი ნამდვილათ არ დაწყებულა შტატებში, ჩანს ეგ დოუ ჯონსის ინდექსიდანაც, იგივე წინა წელს ზაფხულში დოუ დაეცა დაჟე 28700 ატმეტკაზე, ეხლა ჯერაც 33800 და 34600 ზევით არც კრიზისამდე ადიოდა დიდათ ეგ ინდექსი, ანუ საშინელი სიტუაცია არაა, მაგრამ შეიძლება ერთიანათ დაიწყოსო კრახი, მაგის საშიშროება არსებობს კიდე, თუმცა არაა აუცილებელი 30000 კი დააგდონ დოუ წელს, შეიძლება პირიქით გაზრდაც დაიწყოს თუ შემოტრიალდა სიტუაცია და გასწორდა მაჩვენებლები ეკონომიკაში, 33500 ეგ ნორმალური ინდექსია ყველაფრის გათვალისწინებით, აი ოქროს კურსი კი რეკორდულ 2063$ მიუახლოვდა, თუმცა მაგის შემდეგ უკვე მოასწრო დაცემა დაჟე 1930$-ზეც, ეხლა უფრო ახლოსაა 1960$, 1970$ ზევით უჭირს უკვე ოქროს გაზრდა, ანუ ცოტათი გაძლიერდა დოლარი,მაგრამ ეგ დიდხანს შეიძლება არ გაგრძელდეს, დოუმ თუ ჩაყვინთა ისევ დაგაზავს ოქროც და ალბათ გაიზრდება ბიტკოინიც, ეგ სეკის საჩივრების გათვალისწინებითაც კი, თუმცა მაგის გარეშე 2000-3000$ მეტზე ავიდოდა კურსი ალბათ მაინც, ეგ გააჩერებს უფრო სერიოზულ ზრდებს მინიმუმ ახლო მომავალში ალბათ, თუ მთლათ სერიოზული კრიზისი არ დაიწყო როგორც ეგ წინა ზაფხულში იყო და მანამდეც არ იყო კარგი სიტუაცია 2021-ში, ისე ეგ 1830$ ეთერაზე ან 26500$ ბიტკოინზე ჯერ არაფერს არ ნიშნავს, თუ გაუჭირდათ ლამის 20000$ ჩამოწიონ შეიძლება კურსი, ეგრევე არა მაგრამ მაინც, ან 23500$ მინინიმუმ, მაგ შემთხვევაში ეთერეუმი ისევ 1500$ ატმეტკაზე ჩამოვა ან მაგაზე დაბალზეც დააგდონ შეიძლება, ბიტკოინ-ოქროზე იქნება ბევრი რამე მაინც დამოკიდებული და რა სიტუაცია იქნება დოუ ჯონსის ინდექსზე, ანუ იგივე აქციების პერფორმანსიც იმოქმედებს კრიპტოს კურსზე, მაგრამ სერიოზულათ თუ დაერია სეკი დიდი ბირჟებს, მაშინ ძალიან გართულდეს შეიძლება სიტუაცია

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.