Jump to content

NVIDIA-მ ვერ შეძლო GeForce RTX 20 სერიის წარმატების გაუმჯობესება ახალი თაობით, თუმცა გეიმინგ ვიდეო ბარათებით ყოველ წელს სულ უფრო მეტ შემოსავალს იღებს


Recommended Posts

კონფერენცია Bank of America-ზე NVIDIA-ს უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეფ ფიშერმა დეტალურად ისაუბრა გეიმინგ ბაზარზე კომპანიის წარმატებებზე და აღნიშნა როგორც შემოსავლის ღირსეული ზრდა 2019 წლიდან, ასევე მაღალი მოთხოვნა ამ ბრენდის უფრო თანამედროვე და ძვირადღირებულ ვიდეო ბარათებზე. თუმცა მოყვანილ სტატისტიკაში შეინიშნება GeForce RTX 20 სერიის ვიდეო ბარათების მაღალი წილი სამომხმარებლო ბაზაში. 

image.png 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

მთელ მსოფლიოში გეიმერების რაოდენობის ზრდაზე საუბრისას NVIDIA ეყრდნობა Newzoo-სა და Steam-ის სტატისტიკას. პირველი მათგანის მიხედვით 2019 წლიდან 2022 წლამდე გეიმერების აუდიტორია PC პლატფორმაზე 100 მილიონი ადამიანით გაიზარდა. პლატფორმა Steam-ის მომხმარებელთა რაოდენობა 2019 წლიდან 2023 წლამდე თითქმის გაორმაგდა. NVIDIA-ს საკუთარი გათვლებით ამჟამად დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი ფლობს სხვადასხვა თაობის GeForce ვიდეო ბარათებს და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება საშუალოდ 10%-ით. პროპორციულად იზრდება კომპანიის მიერ გაყიდული ვიდეო ბარათების რაოდენობაც და საშუალო გასაყიდი ფასიც - წელიწადში საშუალოდ 9-10%-ით. 

image.png 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

Gartner-ის მონაცემებით 2019-დან 2022 წლამდე პერიოდში პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების მოცულობა თითქმის არ გაზრდილა, ხოლო საცალო ვაჭრობაში რეალიზებული GeForce ვიდეო ბარათების მოცულობა NVIDIA-ს მიხედვით 40%-ით გაიზარდა. გეიმინგ მიმართულებიდან კომპანიის შემოსავალი 2019-2022 წლების პერიოდში 4.8-და8.4 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა - წლიურმა საშუალო ზრდამ 20% შეადგინა. როგორც კომპანიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, 699 აშშ დოლარზე მაღალი ფასის სეგმენტის Ada Lovelace თაობის ანონსიდან პირველი ოცი კვირის განმავლობაში ხსენებული ვიდეო ბარათები Turing-თან შედარებით სამჯერ უფრო აქტიურად იყიდებოდა. თუმცა ეს შეიძლება აიხსნას GeForce RTX 40 სერიის შედარებით ხელმისაწვდომი მოდელების ბაზარზე ხანგრძლივი არარსებობით, რასაც ხელოვნურად უჭერდა მხარს NVIDIA, რათა გაეყიდა კრიპტოვალუტების ბუმის დასრულების შემდეგ დაგროვილი წინა თაობის ვიდეო ბარათების ჭარბი მარაგი. 

ეს ვითარება ნაწილობრივ აიხსნება გეიმერების Ada Lovelace სერიაზე გადასვლის გადასახადის საშუალო ოდენობით. ფიშერის თქმით ეს ვიდეო ბარათები მომხმარებლებს საშუალოდ 300 ან 400 აშშ დოლარით უფრო ძვირი უჯდება მათ ფლობაში არსებულ ვიდეო ბარათებთან შედარებით. Ampere თაობაზე გადასვლისას ეს თანხა შედარებით ნაკლები - 200 აშშ დოლარი იყო. NVIDIA-ს წარმომადგენლების აზრით თუკი მაღალი ფასის სეგმენტში გეიმერები მიდრეკილნი არიან ძველი ვიდეო ბარათი ახლით საშუალოდ ორ ან ორწელიწადნახევარში შეცვალონ, უფრო ნაკლები ფასის სეგმენტში ეს პერიოდი სამ ან სამწელიწადნახევარს მოიცავს. 

და მაინც, NVIDIA-ს სტატისტიკაში ყველაზე დიდ ინტრიგას წარმოადგენს მონაცემები RTX მხარდაჭერის ვიდეო ბარათების ექსპანსიის ტემპების შესახებ. ამჟამად ეს ბარათები იკავებს NVIDIA-ს სამომხმარებლო ბაზის დაახლოებით 44%-ს. ამასთან, გეიმერებისთვის ხელმისაწვდომი ვიდეო ბარათების მხოლოდ 18% უზრუნველყოფს წარმადობას GeForce RTX 3060-ის დონეზე და ზემოთ. ასეთი მაჩვენებლებით ფიშერი ცდილობდა გაემართლებინა NVIDIA-ს მაღალი ენთუზიაზმი ვიდეო ბარათების სერიების შემდგომი განახლების პერსპექტივით. 

ეს სტატისტიკა საინტერესოა იმ კონტექსტში, რომ გამოყენებაში არსებულ RTX ვიდეო ბარათებს შორის ძალიან დიდია GeForce RTX 20 სერიის ბარათების წილი, რადგან სწორედ ეს ბარათები უზრუნველყოფს GeForce RTX 3060-ზე დაბალ სიჩქარეს. რეალურად ამ თაობის გრაფიკული ბარათები უნდა შეადგენდეს NVIDIA-ს ამჟამად გამოყენებული პროდუქტების მეოთხედზე მეტს და ისინი ქმნიან RTX პროდუქტების ხერხემალს. როგორც ჩანს, GeForce RTX 20 სერია პოპულარობით ჯერ კიდევ აღემატება მომდევნო ორ RTX თაობას, თუკი განვიხილავთ გაყიდვების ჯამურ მოცულობას. არ არის გამორიცხული, რომ მსგავს პოპულარობას ხელი შეუწყო მაინინგ-ბუმმა და არა მხოლოდ Turing სერიის ვიდეო ბარათების გეიმინგ ხარისხმა. 

სხვათა შორის, ჯეფ ფიშერმა კიდევ ერთხელ უარყო NVIDIA-ს მონაწილეობა ფასების ინფლაციაში პანდემიისა და კრიპტოვალუტების ბუმის დროს და აღნიშნა, რომ პანდემიის წლებში და კრიპტოვალუტის ბუმის დროს კომპანიაარ გაუზრდია გრაფიკული პროცესორების სარეკომენდაციო ფასები და ზოგიერთი ახალი პროდუქტი, როგორიცაა GeForce RTX 4060, ბაზარზე გამოდის უფრო მიმზიდველ ფასად მათ პირდაპირ წინამორბედებთან შედარებით. მაგრამ საბოლოო ბაზარზე, როგორც NVIDIA-ს წარმომადგენელმა აღიარა, ფასები გაიზარდა. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.